საქმე №ა-3593-შ-89-2018 19 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. ფ.
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ფ. ფ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილებით 2010 წლის 23 მარტს შტარნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ ს. ფ-სა და ფ. ფ. ფ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №E-) გაუქმდა.
2. ს. ფ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ს. ფ-ი საქართველოს მოქალაქეა.
4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით ს. ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2018 წლის 14 სექტემბერს და ჩაბარდა 2018 წლის 21 სექტემბერს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილებით 2010 წლის 23 მარტს შტარნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ ს. ფ-სა და ფ. ფ. ფ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №E-) გაუქმდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ს. ფ-ი საქართველოს მოქალაქეა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფურსტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის №004 F 146/18 გადაწყვეტილება, რომლითაც 2010 წლის 23 მარტს შტარნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ ს. ფ-სა და ფ. ფ. ფ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №E-) გაუქმდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე