საქმე №ას-1007-2018 23 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ი. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. მ-ე, შპს "რ-ი" (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნება, გარიგების ბათილად ცნობა, საწარმოს წილის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით ი. მ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე რ. მ-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების, მდებარე:
ა) ქ. ბ-ი, მ. ვ-ის ქ. №147 (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით N 0---);
ბ) ქ. ბ-ი, მ-ის ჩიხი №21-ში (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით N ---;
გ) ქ. ბ-ი, მ-–ის ჩიხი №21 (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით N 0---), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს „რ---ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბ-ში, შ. ხ-ის ქ. №80-ში მდებარე 1250 კვმ მიწის ფართობზე და მასზე განთავსებულ მთლიან საცხოვრებელ კორპუსზე (საკადასტრო კოდი 0--) შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
1. საკადასტრო კოდი: 0- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 44,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №1;
2. საკადასტრო კოდი: 0--- მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №2;
3. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 73.00 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №3;
4. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
68,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №4;
5. საკადასტრო კოდი: 0--- მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4----), 49,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №5;
6. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
49.30. კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №6;
7. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,30 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №7;
8. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,30 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №8;
9. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №9;
10. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №10;
11. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 32,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №11;
12. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 37,10 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №12;
13. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 38,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 2, ბინა №13;
14. საკადასტრო კოდი: 0--- მესაკუთრე შპს „რ--ი“(ს.კ.4---), 49,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 7, ბინა №70;
15. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,30 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 7, ბინა №71;
16. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
49,30 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 3, ბინა №20;
17. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,30 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 3, ბინა №21;
18. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 49,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 3, ბინა №22;
19. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 3, ბინა №23;
20. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4----), 32,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 3, ბინა №24;
21. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4-), 37,10 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 3, ბინა №25;
22. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 38,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 3, ბინა №26;
23. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,30 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 8, ბინა №84;
24. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 8, ბინა №83;
25. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
49,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 5, ბინა №41;
26. საკადასტრო კოდი: 0---- მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 68,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 5, ბინა №43;
27. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ--ი“(ს.კ.4-), 37,10 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 5, ბინა №51;
28. საკადასტრო კოდი: 0----- მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4----), 72,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 7, ბინა №68;
29. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 37,10 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 4, ბინა №38;
30. საკადასტრო კოდი: 0----- მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 37,10 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 6, ბინა №64;
31. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 38,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 6, ბინა №65;
32. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 38,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 5, ბინა №52;
33. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4-),
32,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 4, ბინა №37;
34. საკადასტრო კოდი: 0-- - მესაკუთრე შპს „რ--“(ს.კ.4--), 38,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 7, ბინა №78;
35. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-“(ს.კ.4--), 32,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 5, ბინა №50;
36. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
72,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 5, ბინა №42
37. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ--“(ს.კ.4--), 38,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 4, ბინა №39;
38. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4-), 49,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 9, ბინა №93;
39. საკადასტრო კოდი: 0---- მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 4, ბინა №28;
40. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს
„რ-ი“(ს.კ.4----), 49,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 6, ბინა №54;
41. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 37,10 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 8, ბინა №90;
42. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 38,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 8, ბინა №91;
43. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 32,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 9, ბინა №102
44. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 72,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 6, ბინა №55;
45. საკადასტრო კოდი: 0---- მესაკუთრე შპს „რ-“(ს.კ.4---), 49,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 6, ბინა №57;
46. საკადასტრო კოდი: 0-- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 72,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 4, ბინა №29;
47. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 44,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 11, ბინა №118;
48. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 37,10 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 11, ბინა №129
49. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 32,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 11, ბინა №128;
50. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 72,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №133;
51. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 38,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №143;
52. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 49,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №140;
53. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 49,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №132;
54. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---), 49,39 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 11, ბინა №123;
55. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4-), 27,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №141;
56. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-“(ს.კ.4---),
33,40 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 11, ბინა №130;
57. საკადასტრო კოდი: 0--- -მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 49,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 9, ბინა №122;
58. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 49,30 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №136;
59. საკადასტრო კოდი: 0---- მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 49,20 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №135;
60. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 44,80 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №131;
61. საკადასტრო კოდი: 0---- მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 37,10 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №142;
62. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--), 68,50 კვ.მ. მშენებარე ფართი, სართული 12, ბინა №134;
63. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
კომერციული ფართი №1 (მშენებარე), 544,50 კვ.მ. სართული 1;
64. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
ავტოსადგომი №19 (მშენებარე), 14,50 კვ.მ.;
65. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
ავტოსადგომი №1 (მშენებარე), 17,00 კვ.მ.;
66. საკადასტრო კოდი: 0---- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4----),
ავტოსადგომი №2 (მშენებარე), 17,00 კვ.მ.;
67. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
ავტოსადგომი №3 (მშენებარე), 17,00 კვ.მ.;
68. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
ავტოსადგომი №4 (მშენებარე), 17,00 კვ.მ.;
69. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
ავტოსადგომი №5 (მშენებარე),17,00 კვ.მ.;
70. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
ავტოსადგომი №6 (მშენებარე), 17,00 კვ.მ.;
71. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
ავტოსადგომი №7 (მშენებარე),17,00 კვ.მ.;
72. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
ავტოსადგომი №8 (მშენებარე), 17,00 კვ.მ.;
73. საკადასტრო კოდი: 0-- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
ავტოსადგომი №9 (მშენებარე),17,00 კვ.მ.;
74. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
ავტოსადგომი №10 (მშენებარე), 18,00 კვ.მ.;
75. საკადასტრო კოდი:0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
ავტოსადგომი №11 (მშენებარე),27,00 კვ.მ.;
76. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
ავტოსადგომი №12 (მშენებარე), 23,00 კვ.მ.;
77. საკადასტრო კოდი:0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
ავტოსადგომი №13 (მშენებარე),21,50 კვ.მ.;
78. საკადასტრო კოდი: 0----- მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4--),
ავტოსადგომი №14 (მშენებარე), 21,50 კვ.მ.;
79. საკადასტრო კოდი:0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
ავტოსადგომი №15 (მშენებარე),26,50 კვ.მ.;
80. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
ავტოსადგომი №16 (მშენებარე), 14,00 კვ.მ.;
81. საკადასტრო კოდი:0--- - მესაკუთრე შპს „რ-ი“(ს.კ.4---),
ფართი (მშენებარე), 14,50 კვ.მ.;
82. საკადასტრო კოდი: 0--- - მესაკუთრე შპს „რ-“(ს.კ.4--),ავტოსადგომი №18 (მშენებარე), 14,50 კვ.მ.
2. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით, ხოლო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს დაევალოს დამატებითი სარჩელის უზრუნველყოფით შპს „რ-ს“ მიმართ გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 2 233 430,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის განთავსების გზით.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა დაზუსტებული საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც შპს „რ-ს” აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ ქ. ბ-ში, შ. ხ-ის ქ. №80-ში მდებარე 1250 კვ.მ. მიწის ფართობზე და მასზე განთავსებულ მთლიან საცხოვრებელ კორპუსზე (საკადასტრო კოდი 0----) რეგისტრირებული ფართების (სულ 82 ფართი) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაბუთებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, უთითებს თუ რატომ იქნებოდა შეუძლებელი შემდგომში მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო, თუმცა დაცული უნდა იქნეს თანაფარდობისა და თანაზომიერების პრინციპი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა იყოს მოპასუხისათვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი. მხარეთა ურთიერთობაში სასამართლოს ჩარევამ არ უნდა გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარის ინტერესის დარღვევა. აუცილებელია დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის ბალანსი. თუ არსებობს რამდენიმე ღონისძიების გატარების საშუალება სასამართლომ უნდა აირჩიოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიების გამოყენება, რომელიც უფრო ეფექტური იქნება სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. ამასთან უზრუნველყოფის ღონისძიება სასარჩელო მოთხოვნისა და დავის საგნის ღირებულების ტოლფასი უნდა იყოს. მოსარჩელის ინტერესის დაცვასთან ერთად, სასამართლო ვალდებულია იზრუნოს მოპასუხის ინტერესების დაცვაზეც და ეს ზრუნვა არ წარმოადგენს თანაბრობის პრინციპის დარღვევას. მოსარჩელის მოთხოვნა შპს „რ-ს“ აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბ-ში, შ. ხ-ის ქ. №80-ში მდებარე 1250 კვმ მიწის ფართობზე და მასზე განთავსებულ მთლიან საცხოვრებელ კორპუსზე (საკადასტრო კოდი 0---) 82 ერთეული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მოპასუხეს ჩააყენებს გამოუვალ მდგომარეობაში. იურიდიული პირი თავის ფინანსურ ვალდებულებებს ახორციელებს თავისი საქმიანობით. დაუშვებელია სასამართლოს განჩინებით მისი საქმიანობისათვის ხელისშემშლელი გარემოებების და ბარიერების შექმნა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ქ. ბ-ში, შ. ხ-ის ქ. №80-ში მდებარე 1250 კვმ მიწის ფართობზე და მასზე განთავსებულ მთლიან საცხოვრებელ კორპუსზე (საკადასტრო კოდი 0---) 82 ერთეული უძრავი ქონების გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის დადგენა არ არის დავის საგნის პროპორციული, რის გამოც შუამდგომლობა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ განჩინება არ საჩივრდება.
7. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა ი. მ-ემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხეთა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. ი. მ-ე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2018 წლის 1 ივნისის განჩინება არ საჩივრდება და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 197-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინება საჩივრით საჩივრდება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, არამედ 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რადგან საქმე შეეხებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ არის ზემდგომი სასამართლო, რომლის განჩინებაც საბოლოო იქნებოდა, რადგან სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა.
9. საჩივარში მოსარჩელე დავის არსებით გარემოებებსაც შეეხება და განმარტავს, იმ საფუძვლებს, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა და მის გაუქმებას გამორიცხავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
10. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება) განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კვლავ გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:
11.1. მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ და დააკმაყოფილა იგი (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება). ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეთა მიერ ამ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა და იგი განსახილველად გადაუგზავნა ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განჩინება).
11.2. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი და დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და მასზე საჩივარი წარადგინა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მიუთითა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა.
12. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საჩივრის ფარგლებში მიღებული განჩინების კვლავ გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება არ შეიძლებოდა თუნდაც მოწინააღმდეგე მხარისათვის, რადგანაც ამგვარ შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, სახელმძღვანელო ნორმას წარმოადგენს სსსკ-ის 1971 მუხლი, რომლითაც მოწესრიგებულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები, კერძოდ, სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
13. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. შესაბამისად, მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანცია აღარ შეამოწმებს. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია სსსკ-ის 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც პროცესუალური შედეგის განმსაზღვრელად მიიჩნევს სსსკ-ის 419-ე მუხლს, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საჩივრის განხილვის დასრულებაზე (სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
14. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო საჩივრის/განცხადების დაკმაყოფილების შესახებ განჩინება, შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში, შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს მესამე ინსტანცია - საკასაციო სასამართლო.
15. საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით პალატა კვლავ დაუბრუნდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სსსკ-ის 1971.3 და 419.3 მუხლებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, საბოლოოა და არც ერთი მხარის მიერ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ ას-976-940-2016, 25.11.2016 წ.; ას-625-597-2016, 29.07.2016 წ.; ას-471-439-2017, 19.04.2017 წ.). ამავე საპროცესო სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მომჩივანის იმ მოთხოვნაზე (შუამდგომლობა), რომელიც 2018 წლის 13 ივნისს წერილობითი სახით იქნა წარმოდგენილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში და შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას (იხ. ტ. 7, ს/ფ 110-165).
16. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 197-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი შეეხება ისეთ შემთხვევას, როცა სასამართლო პირველად, მისთვის მიმართვის შემდეგ იხილავს საკითხს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში კი მოპასუხეებმა საჩივრით საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ვინაიდან საქალაქო სასამართლომ მათ უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე თავადვე გადაუგზავნა საჩივარი სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალებთან ერთად (სსსკ-ის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილი). სწორედ ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მხარეს 01.06.2018 წლის განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობაზე და არც ამ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე იმსჯელა.
17. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს მასვე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ი. მ-ეს (პ/ნ 6--) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 20 ივნისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი