Facebook Twitter

№ას-1503-2018 26 ნოემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – შპს ”ჰ.ჰ.ლ.მ.მ.”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – ჰ.ბ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

- ჰ.ბ–ის (შემდეგში მოსარჩელის, შეგებებული სარჩელის მოპასუხის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ჰ.ჰ.ლ.მ.მ.-ს“ (შემდეგში მოპასუხის, შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) შეგებებული სარჩელი თანხის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდა.

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 29 908 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (დაბეგრილი) გადახდა;

- ასევე დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 29908 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის - 0.07 პროცენტის გადახდა, 2014 წლის 05 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით:

- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

5. 2018 წლის 6 ნოემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

9. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მოსარჩელის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიაზე წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ”ჰ.ჰ.ლ.მ.მ–ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე