საქმე №ას-1513-2018 13 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ. ჩ-ძე, ს. გ-ია, გ. ლ-ი, ქ. ყ-ძე, ა. კ-ოვი, გ. ჯ-ი, ა. პ-ი, რ. წ-ი, გ. ჩ-ანი, ნ. რ-ი, მ. მ-ძე, დ. ე-ძე, ნ. ქ-ძე, ზ. შ-ია, ი. გ-ვა, ვ. თ-ი, ხ. გ-ძე, გ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ი. ჩ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ი. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ნ. ჩ-იძის, ს. გ-იას, გ. ლ-ის, ქ. ყ-ძის, ა. კ-ოვის, გ. ჯ-ის, ა. პ-ის, რ. წ-ის, გ. ჩ-ის, ნ. რ-ის, მ. მ-იძის, დ. ე-იძის, ნ. ქ-აძის, ზ. შ-იას, ი. გ--ოვას, ვ. თ-ის, ხ. გ-ისა და გ. ა-ის მიმართ აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს ქ.თბილისში, თ. ქ. №...-ში (ნასკვეთი №4/...), ქ.თბილისში, თ. ქ. №13 (ნაკვეთი №4/.), ქ.თბილისში, თ. ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან (ს/კ 01.....) დასაკავშირებლად დაუდგინდა აუცილებელი სატრანსპორტო გზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0... დასკვნაში მითითებული პირველი ვარიანტის შესაბამისად, ქ.თბილისში, თ. ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01....) გავლით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჩ-იძემ, ს. გ-იამ, გ. ლ-მა, ქ. ყ-იძემ, ა. კ-მა, გ. ჯ-მა, ა. პ-იმ, რ. წ-მა, გ. ჩ-მა, ნ. რ-მა, მ. მ-იძემ, დ. ე-იძემ, ნ. ქ-აძემ, ზ. შ-იამ, ი. გ-ამ, ვ. თ-მა, ხ. გ-ძემ, გ. ა-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ძის, ს. გ-იას, გ. ლ-ის, ქ. ყ-ის, ა. კ-ის, გ. ჯ-ის, ა. პ-ის, რ.წ-ის, გ. ჩ-ანის, ნ. რ-ის, მ. მ-იძის, დ. ე-იძის, ნ. ქ-აძის, ზ. შ-იას, ი. გ-ოვას, ვ. თ-ის, ხ. გ-აძისა და გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყეტილება. თ. ი. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს ქ.თბილისში, თ. ქ. №....-ში (ნაკვეთი №4/106), ქ.თბილიში, თ. ქ. №... (ნაკვეთი №4/...), ქ.თბილისში, თ. ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან (ს/კ 01....) დასაკავშირებლად დაუდგინდა აუცილებელი სატრანსპორტო გზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0... დასკვნაში მითითებული მეორე ვარიანტის შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებული ასფალტის გზიდან ს/კ 01... და 01... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებზე გავლით 3 მეტრის სიგანის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჩ-იძემ, ს. გ-იამ, გ. ლ-მა, ქ. ყ-იძემ, ა. კ-მა, გ. ჯ-მა, ა. პ-იმ, რ. წ-მა, გ. ჩ-მა, ნ. რ-მა, მ. მ-იძემ, დ. ე-იძემ, ნ. ქ-აძემ, ზ. შ-იამ, ი. გ-ამ, ვ. თ-მა, ხ. გ-აძემ, გ. ა-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით კასატორების წარმომადგენელ იმედო არჯევანიძეს ჩაბარდა 2018 წლის 24 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-იძის, ს. გ-იას, გ. ლ-ის, ქ. ყ-იძის, ა. კ-ოვის, გ. ჯ-ის, ა. პ-ის, რ. წ-ის, გ. ჩ-ანის, ნ. რ-ის, მ. მ-იძის, დ. ე-იძის, ნ. ქ-აძის, ზ. შ-იას, ი. გ-ვას, ვ. თარხნიშვილის, ხ. გოგუაძისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ წარმომადგენელ იმედო არჯევანიძეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2018 წლის 24 ოქტომბერს (იხ. ტ.3, ს.ფ.347). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 25 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჩ-იძის, ს. გ-იას, გ. ლ-ის, ქ. ყ-იძის, ა. კ-ოვის, გ. ჯ-ის, ა. პ-ის, რ. წ-ის, გ. ჩ-ანის, ნ. რ-ის, მ. მ-იძის, დ. ე-იძის, ნ. ქ-აძის, ზ. შ-იას, ი. გ-ოვას, ვ. თ-ის, ხ. გ-აძისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი