საქმე №ა-4101-შ-103-2018 2 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ც.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უკრაინის პოლტავსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის პოლტავსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ც.“ (იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, ვაზისუბნის მე-... მ/რ, მე-2 კვარტ, ... კორპ, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ. ქ. №5, ს/კ 4...) კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ.“ (იურიდიული მისამართი: 39621, უკრაინა, პოლტავსკის ოლქი, ქ.კრემენჩუგი, ი.პ. ქ. №..., ს/კ 2...) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 6987,22 აშშ დოლარის ოდენობით, რაც უკრაინის ნაციონალური ბანკის 11.12.2017 ოფიციალური კურსით შეადგენს 189418,96 გრივნას, ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯები 52,41 შშ დოლარის ოდენობით, რაც უკრაინის ნაციონალური ბანკის 11.12.2017 ოფიციალური კურსით შეადგენს 1420,64 გრივნას.
კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ.“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის პოლტავსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 6 თებერვალს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ამასთან, წარმოდგენილია შპს „ც.“ დირექტორ ლ. კ-იანის განცხადება, რომლითაც იგი სრულად ცნობდა სარჩელს და ითხოვდა საქმის განხილვას მისი დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ.“ შუამდგომლობა უკრაინის პოლტავსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ თანხის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, თანხის დაკისრების ნაწილში შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. შპს „ც.“ დირექტორ ლ. კ-იანს გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ.“ შუამდგომლობა უკრაინის პოლტავსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის პოლტავსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ც.“ (იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, ვაზისუბნის მე-... მ/რ, მე-.. კვარტ, ... კორპ, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ. ქ. №5, ს/კ 4....) კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლუკასის“ (იურიდიული მისამართი: 39621, უკრაინა, პოლტავსკის ოლქი, ქ.კრემენჩუგი, ი.პ. ქ. №..., ს/კ 2....) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 6987,22 აშშ დოლარის ოდენობით, რაც უკრაინის ნაციონალური ბანკის 11.12.2017 ოფიციალური კურსით შეადგენს 189418,96 გრივნას.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 6 თებერვალს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ამასთან, წარმოდგენილია შპს „ც.“ დირექტორ ლ. კ-იანის განცხადება, რომლითაც იგი სრულად ცნობდა სარჩელს და ითხოვდა საქმის განხილვას მისი დასწრების გარეშე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის პოლტავსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ.“ შუამდგომლობა უკრაინის პოლტავსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის პოლტავსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ...“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ც....“ (იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, ვაზისუბნის მე-... მ/რ, მე-... კვარტ, .... კორპ, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ. ქ. №5, ს/კ 4...) კერძო საწარმო სამრეწველო-სავაჭრო კომპანია „ლ...“ (იურიდიული მისამართი: 39621, უკრაინა, პოლტავსკის ოლქი, ქ.კრემენჩუგი, ი.პ.. ქ. №...., ს/კ 2...) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 6987,22 აშშ დოლარის ოდენობით, რაც უკრაინის ნაციონალური ბანკის 11.12.2017 ოფიციალური კურსით შეადგენს 189418,96 გრივნას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე