Facebook Twitter

№ №ას-253-253-2018 5 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „T.G.P..“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შ.ქ–ნი, კ.ქ–ნი (მოსარჩელეები)

განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შ.ქ–ნმა და კ.ქ–ნმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „T.G.P..“-ს მიმართ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

6. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შემდეგ მიწის ნაკვეთებს: საკადასტრო კოდი: ....., საგარეჯოს რაიონი, სოფ. .....; საკადასტრო კოდი: ......, საგარეჯოს რაიონი, სოფ. .....; საკადასტრო კოდი: ....., საგარეჯოს რაიონი, სოფ. .....; საკადასტრო კოდი: ....., საგარეჯოს რაიონი, სოფ .....; საკადასტრო კოდი: ....., საგარეჯოს რაიონი, სოფ .....; საკადასტრო კოდი: ...., საგარეჯოს რაიონი, სოფ .....; საკადასტრო კოდი: ...., საგარეჯოს რაიონი, სოფ ......

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „T.G.P..“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრისა და 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებები. აეკრძალა შპს „T.G.P..“-ს საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების - საკადასტრო კოდი: ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი .....; ...., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....; ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი .....; ...., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....; ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი .....; ......, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....; ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ...., გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

11. 2021 წლის 4 ოქტომბერს შპს „T.G.P..“-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა კომპანიის კუთვნილ ქონებებზე დადგენილი შეზღუდვის (გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა) გაუქმება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოვალემ სრულად შეასრულა ვალდებულება და სრულყოფილად დააკმაყოფილა კრედიტორები. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას ერთვის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2021 წლის 24 სექტემბერს გაცემული ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით დადგენილი შეზღუდვა, კერძოდ, შპს „T.G.P..“-ის კუთვნილი უძრავი ქონებების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა გაუქმდეს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „T.G.P..“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრისა და 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებები; აეკრძალა შპს „T.G.P..“-ს საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების - საკადასტრო კოდი: ...., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....; ...., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ...; ...., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....; ...., საგარეჯოს რაიონი, სოფელი .....; ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი .....; ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....; ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....., გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოვალის განცხადება, რომელიც მოითხოვს მის კუთვნილ უძრავ ქონებებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოვალე მხარემ სრულად შეასრულა კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულება, რასაც ადასტურებს განცხადებაზე დართული ცნობა, გაცემული 2021 წლის 24 სექტემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ.

15. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

16. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

17. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

18. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

19. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

20. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მოვალის მიერ წარმოდგენილი ცნობა, გაცემული 2021 წლის 24 სექტემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, ადასტურებს, რომ მოვალის მიერ თანხები სრულად არის გადახდილი და სააღსრულებო საქმეები აღსრულებულია. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზანი მოცემულ ეტაპზე მიღწეულია და მოვალის საკუთრების უფლების შეზღუდვის გაგრძელება გაუმართლებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 372-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „T.G.P..“-ს განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „T.G.P..“-სათვის დაწესებული, მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების - საკადასტრო კოდი: ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი .....; ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი .....; ......, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....; ...., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ......; ....., საგარეჯოს რაიონი, სოფელი ......; ...., საგარეჯოს რაიონი, სოფელი .....; ......, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ....., გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი