Facebook Twitter

საქმე №ა-3771-შ-92-2018 13 დეკემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.რ.

მოწინააღმდეგე მხარე – რ.თ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – მიუნხენის ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო საქმეების დეპარტამენტი 5ა-ს 2014 წლის 23 ოქტომბრის № 561F9180/14 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მიუნხენის ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო საქმეების დეპატამენტი 5ა-ს 2014 წლის 23 ოქტომბრის № 561F9180/14 გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ს.რ–ასა და რ.თ.ს შორის 1994 წლის 21 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. 2018 წლის 3 აგვისტოს ს.რ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა მიუნხენის ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო საქმეების დეპატამენტი 5ა-ს 2014 წლის 23 ოქტომბრის № 561F9180/14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 2 დეკემბერს. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთ მითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, რ.თ–ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე. გზავნილი ადრესატს 2018 წლის 9 ოქტომბერს ჩაჰბარდა.

6. მოწინააღმდეგე მხარე - რ.თ–ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. მიუნხენის ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო საქმეების დეპატამენტი 5ა-ს 2014 წლის 23 ოქტომბრის № 561F9180/14 გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ს.რ–ასა და რ.თ.ს შორის 1994 წლის 21 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 2 დეკემბერს. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, მიუნხენის ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო საქმეების დეპარტამენტი 5ა-ს #561F9180/14 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.რ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას მიუნხენის ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო საქმეების დეპატამენტი 5ა-ს 2014 წლის 23 ოქტომბრის № 561F9180/14 გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - ს.რ–ასა და რ.თ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი