Facebook Twitter

17 დეკემბერი, 2018 წელი,

საქმე №ას-1479-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაში (სს „თ-ის“ კერძო საჩივარზე პ.ძის მიმართ, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების თაობაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების მესამე პუნქტში წერია, რომ 2017 წლის 7 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში (შემდეგში - სსსკ) შევიდა ცვლილება და ნორმის ახალი რედაქცია შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: „სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს“.

ამავე გადაწყვეტილების მეცხრე პუქტში წერია, რომ სასამართლომ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს (საქმის განსახილველად მიღებისას), ანუ 2018 წლის 15 თებერვალს, სავსებით სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინების მესამე პუნქტში შეცდომით იქნა მითითებული 2017 წლის 7 მარტი. ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში ცვლილება შევიდა 2018 წლის 7 მარტს და არა 2017 წლის 7 მარტს.

ამასთან, ამავე განჩინების მეცხრე პუნქტში შეცდომით იქნა მითითებული 2018 წლის 15 თებერვალი. ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სს „თ–ის“ სააპელაციო საჩივარი განსახილველად მიიღო 2017 წლის 15 თებერვალს და არა 2018 წლის 15 თებერვალს.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, განჩინების აღწერილობითი ნაწილის მესამე პუნქტში ნაცვლად „2017 წლის 7 მარტისა“, მიეთითოს „2018 წლის 7 მარტი“.

ამავე განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ განჩინების სამოტიცავიო ნაწილის მეცხრე პუნქტში ნაცვლად „2018 წლის 15 თებერვლისა“, მიეთითოს „2017 წლის 15 თებერვალი“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში დაშვებული უსწორობები;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების აღწერილობითი ნაწილის მესამე პუნქტში ნაცვლად „2017 წლის 7 მარტისა“, მიეთითოს „2018 წლის 7 მარტი“ და ამავე განჩინების სამოტიცავიო ნაწილის მეცხრე პუნქტში ნაცვლად „2018 წლის 15 თებერვლისა“, მიეთითოს „2017 წლის 15 თებერვალი“

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი