Facebook Twitter

საქმე №ას-453-453-2018 16 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ს.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „პ.-იმ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ა. ს.-ის, გ. ს.-ის, გ. ს.-ის, ი. ს.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „პ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების – ა. ს.-ის, გ. ს.-ის, გ. ს.-ის, ი. ს.-ისა და ა. ს.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა წ.-ს რაიონის, სოფელ ტ.-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, ს.კ. №.... მოპასუხე ა. ს.-ე თანმხლებ პირებთან – გ., გ., ი. და ა. ს.-ეებთან ერთად გამოსახელბულ იქნა მითითებული საცხოვრებელი სახლიდან და სახლი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა კანონიერ მესაკუთრეს შპს „პ.-ის.“

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ა. ს.-ემ, გ. ს.-ემ, გ. ს.-ემ, ი. ს.-ემ, ა. ს.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა. ს.-ის, გ. ს.-ის, გ. ს.-ის, ი. ს.-ისა და ა. ს.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყევეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ს.-ემ, გ. ს.-ემ, გ. ს.-ემ, ი. ს.-ემ და მოითხოვეს მათი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით გ. ს.-ის, გ. ს.-ის, ი. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ს.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით განუხილველად დარჩა გ. ს.-ის, გ. ს.-ის, ი. ს.-ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით ა. ს.-ეს დაუდგინდა ხარვეზი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ა. ს.-ის სააპელაციო საჩივარზე არ უმსჯელია. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს არ ეხება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ს.-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ს.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი