საქმე №ას-598-598-2018 15 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. მ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. ჭ.-მა, მ. თ.-ემ და მ. მ.-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ა(ა)იპ თვითმართველი ქალაქი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ჭ.-ის, მ. თ.-ის და მ. მ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ თვითმმართველი ქ.ოზურგეთის მუნუიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის დირექტორის ... წლის №.. ბრძანება ქ. ჭ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე და ქ. ჭ.-ი აღდგენილ იქნა ტოლფას სამუშაოზე. ქ.ოზურგეთის მუნუიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის დირექტორს ქ. ჭ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 28 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე 340 ლარის (ყოველთვიური ხელფასი) გადახდა იძულებითი გაცდენილი ხელფასის სახით. მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და ქ.ოზურგეთის მუნუიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის დირექტორს დაევალა ქ. ჭ.-ს მიაკუთვნოს 3 (სამი) თვის ხელფასი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტთან მიმართებაში. მოსარჩელეთა მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ.-ემ, მ. მ.-მა, ა(ა)იპ თვითმართველი ქალაქი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ააიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. თ.-ისა და მ. მ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების 1; 1.1.; 1.2.; 1.3. პუნქტები, სახელდობრ ქ. ჭ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ თვითმმართველი ქ.ოზურგეთის მუნუიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის დირექტორის ... წლის №.. ბრძანება ქ. ჭ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე და აღდგენილ იქნა ქ. ჭ.-ი ტოლფას სამუშაოზე. ასევე გაუქმდა გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც ქ. ოზურგეთის მუნუიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის დირექტორს ქ. ჭ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 28 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე 340 ლარის (ყოველთვიური ხელფასი) გადახდა იძულებითი გაცდენილი ხელფასის სახით, და რომლითაც დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვებლივი აღსრულება. ქ. ჭ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
2018 წლის 23 მაისს მ. მ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით მ. მ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
2018 წლის 6 ივნისს მ. მ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით მ. მ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
2018 წლის 13 ივნისს მ. მ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა. კასატორს, მისი შუამდგომლობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით, რის შემდეგაც მ. მ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება, რაც საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
2018 წლის 13 ივნისს მ. მ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში კასატორს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ.-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი