Facebook Twitter

საქმე №ას-1050-2018 23 აგვისტო, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.-ა,“ ა. მ.-ი, ნ. მ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ს.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – შპს „გ.-ას,“ ა. მ.-ის, ნ. მ.-ის, ა. ს.-ის, ც. კ.-ისა და ვ. ზ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.-ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს – შპს „გ.-ას,“ ა. მ.-ს, ც. კ.-ესა და ვ. ზ.-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 313487,43 აშშ დოლარის, სესხის პროცენტის – 17820,27 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 1350,84 აშშ დოლარის გადახდა. სს „ს.-ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების – შპს „გ.-ასათვის,“ ა. მ.-ისათვის, ც. კ.-ისათვის და ვ. ზ.-ისათვის მიმართ პირგასამტეხლოს – 21163,08 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე სს ,,ს.-ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტებით მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდევინების მიზნით აუქციონზე რეალიზებულ იქნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები: ქ.ქ.-ში, ზ.გ.-ას გამზ. №..-ში მდებარე შპს ,,გ.-ა’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ნაკვეთი №.., ს/კ ...; ქ.ქ.-ში ფ. მ.-ს ქ. №..-ში მდებარე ა. ს.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ნაკვეთი №.. ქ.ქ.-ში, გ. ბ.-ს ქ. №..-ში მდებარე ნაკვეთი №.., ს/კ ...; ქ.ქუთაისში, ჩ.-ის ქ. №..-შ მდებარე ა. და ნ. მ.-ების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ ... იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შედეგად მოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნა შპს ,,გ.-ა’’-ს, ა. მ.-ის, ც. კ.-ისა და ვ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „გ.-ამ,“ ა. მ.-მა, ნ. მ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „გ.-ას,“ ნ. მ.-ისა და ა. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „გ.-ამ,“ ა. მ.-მა, ნ. მ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შპს „გ.-ას,“ ნ. მ.-ისა და ა. მ.-ის წარმომადგენელ მ.გ.-ეს ჩაბარდა 2018 წლის 24 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.-ას,“ ნ. მ.-ისა და ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ მ.გ.-ეს ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 24 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.389). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 25 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 30 ივლისს, ვინაიდან 29 ივლისი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.-ას,“ ნ. მ.-ისა და ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი