Facebook Twitter

საქმე №ა-75-შ-2-2018 18 ივლისი, 2018 წელი

) ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ. ც-ვა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობის ავტორის დ. ც-ვასა და მოწინააღმდეგე მხარის მ. ც-ვას შუამდგომლობა და დამტკიცდა, ერთის მხრივ, დავით ცაავასა (პასპორტის №7...) და, მეორეს მხრივ, მ. ც-ვას (პ/ნ: 5...) შორის 2018 წლის 12 ივლისს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი), რის გამოც წინამდებარე შუამდგომლობაზე შეწყდა წარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

2. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უნდა გასწორდეს უსწორობა.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

4. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

5. მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დ. ც-ვა იღებს ვალდებულებას მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებს მორიგების პირობების შესრულების ხელშეწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და აღნიშნულის შესახებ მ. ც-ვას აცნობოს.

6. აღნიშნული პირობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.24 ქვეპუნქტში აისახა შემდეგი სახით: მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში დ. ც-ვა იღებს ვალდებულებას მიმართოს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებს მორიგების პირობების შესრულების ხელშეწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და აღნიშნულის შესახებ მარია ცაავას აცნობოს.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთარი ინიციატივით უნდა გაასწოროს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ა-75-შ-2-2018. კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის 1.24 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „დ. ც-ვა იღებს ვალდებულებას მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებს მორიგების პირობების შესრულების ხელშეწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და აღნიშნულის შესახებ მ. ც-ვას აცნობოს“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ა-75-შ-2-2018. კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის 1.24 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „დ. ც-ვა იღებს ვალდებულებას მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებს მორიგების პირობების შესრულების ხელშეწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და აღნიშნულის შესახებ მარია ცაავას აცნობოს“.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე