საქმე №ა-75-შ-2-2018 12 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი – დ. ც.
წარმომადგენელი - ა. ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც.
წარმომადგენელი - გ. ა-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე დ. ნ-ის ძე ც-ს სასარჩელო მოთხოვნა მ. ნ-ის ასულ ც-ს მიმართ მშობლის უფლებების განხორციელების წესის შესახებ; განისაზღვრა დ. ნ-ის ძე ც-ს მიერ მშობლის უფლებების განხორციელების წესი მისი შვილის, ზ. დ-ის ძე ც-ს მიმართ, დაბადებული 2013 წლის 20 ნოემბერს, ბავშვის სასკოლო ასაკის მიღწევამდე ანუ 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგნაირად:
1.1. ყოველი წლის ყოველი თვის ყოველი კვირის ყოველ პარასკევს მიეცეს უფლება, წაიყვანოს ბავშვი ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ან ბავშვისა და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელი ადგილიდან 18 საათზე და დაევალოს, დააბრუნოს ბავშვი უკან მის და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელ ადგილზე ან ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კვირის აღნიშნული პარასკევის მომდევნო ორშაბათის მაქსიმუმ 11 საათამდე. ამასთან, მამის შვილთან ურთიერთობის ადგილი ღამის საათებში არის მამის, დ. ნ-ის ძე ც-ს, საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნულ დროში (პარასკევის 18 საათიდან ორშაბათის 11 საათამდე) მამის შვილთან ურთიერთობა ხორციელდება ბავშვის დედის დასწრების გარეშე;
1.2. ყოველი წლის ყოველი თვის ყოველი კვირის ოთხშაბათს მიეცეს უფლება, გაატაროს დრო ბავშვთან დღის 12 საათიდან მაქსიმუმ იმავე დღის 20 საათამდე მამის, დ. ნ-ის ძე ც-ს, საცხოვრებელ ადგილზე ან საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, რომლებიც განკუთვნილია საოჯახო დასვენებისათვის (პარკები, საბავშვო გასართობი ცენტრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და სხვ.), რისთვისაც მიეცეს უფლება, წაიყვანოს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ან ბავშვისა და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელი ადგილიდან და დაევალოს, დააბრუნოს ბავშვი უკან მის და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელ ადგილზე ან სხვა ადგილზე, რომელიც განისაზღვრება ბავშვის დედასთან შეთანხმებით; მამის ურთიერთობა ბავშვთან აღნიშნულ დროში (ოთხშაბათის 12-დან 20 საათამდე) ხორციელდება ბავშვის დედის დასწრების გარეშე;
1.3. საახალწლო და საშობაო დღესასწაულების დროს: ყოველი კენტი წლის 30 დეკემბრის 18 საათიდან ლუწი წლის 8 იანვრის 18 საათამდე მამის, დ. ნ-ის ძე ც-ს, საცხოვრებელ ადგილზე;
1.4. არასამუშაო სადღესასწაულო დღეებში, სახელდობრ კი, 23 თებერვალს, 1 მაისს, 9 მაისს, 4 ნოემბერს, ასევე, მართლმადიდებლური აღდგომის აღნიშვნის დღეებსა (საეკლესიო კალენდრის შესაბამისად) და მამის, დ. ნ-ის ძე ც-ს, მხრიდან ბავშვის ბიძაშვილ-მამიდაშვილების დაბადების დღეებზე, ყოველწლიურად, მიეცეს უფლება, წაიყვანოს ბავშვი ბავშვისა და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელი ადგილიდან ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან 10 საათზე ერთობლივი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად და ურთიერთობისათვის ბავშვის დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, გარეშე და დაევალოს, დააბრუნოს ბავშვი უკან მის და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელ ადგილზე იმავე დღის 20 საათამდე;
1.5. მიეცეს ნებართვა, გაატაროს დრო ბავშვთან მისი და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელი ადგილის გარეთ 10-დან 20 საათამდე იმ დღეებში, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ ბავშვის მამის, დ. ნ-ის ძე ც-სათვის (დ. ნ-ის ძე ც-ს დაბადების დღეები, მისი ახლო ნათესავების დაბადების დღეები), რისთვისაც უფლება ეძლევა, წაიყვანოს ბავშვი ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ან ბავშვისა და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელი ადგილიდან და დაევალოს, დააბრუნოს ბავშვი უკან მის და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელ ადგილზე ან სხვა ადგილზე, რომელიც განისაზღვრება ბავშვის დედასთან შეთანხმებით; მამის ურთიერთობა ბავშვთან აღნიშნულ დროში (10-დან 20 საათამდე) ხორციელდება ბავშვის დედის დასწრების გარეშე;
1.6. ნება დაერთოს, გაატაროს დრო ბავშვთან მინიმუმ 6 საათის ხანგრძლივობით ბავშვის დაბადების დღეზე აღნიშნული დღესასწაულის მონაცვლეობით 1 წლის შემდეგ: 1 წელი (ლუწი) - ბავშვის დაბადების დღეს მასთან ატარებს დედა, 1 წელი (კენტი) - ბავშვის დაბადების დღეს მასთან ატარებს მამა;
1.7. გაატაროს ვაჟიშვილთან ყოველწლიური შვებულება მინიმუმ 40 კალენდარული დღის ოდენობით, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ასევე - მის ფარგლებს გარეთ. მ. ნ-ის ასული ც. ვალდებულია, წარუდგინოს დ. ნ-ის ძე ც-ს ყველა საჭირო თანმხლები დოკუმენტი ზ. დ-ის ძე ც-ს შესახებ. დ. ნ-ის ძე ც. ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ მ. ნ-ის ასულ ც-ს საფოსტო შეტყობინებით ან სმს-შეტყობინებით დაგეგმილ შვებულებამდე მინიმუმ ათი დღით ადრე;
1.8. მიეცეს ნებართვა, დაესწროს სადღესასწაულო ღონისძიებებს ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში, ბავშვთა დამატებითი განათლების დაწესებულებებში, რომლებშიც მონაწილეობს ბავშვი, იმის მიუხედავად, ესწრება თუ არა ღონისძიებებს ბავშვის დედა;
1.9. ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან დისტანციურად (სატელეფონო კავშირის, ინტერნეტ-ქსელის საშუალებით) იმ პერიოდებში, როდესაც ასეთი ურთიერთობა შესაძლებელია ბავშვის აზრის, მისი ინტერესების, დღის რეჟიმის გათვალისწინებით;
1.10. მოინახულოს ბავშვი ავადმყოფობის შემთხვევაში როგორც სახლში, ასევე - სამედიცინო დაწესებულებებში, ბავშვის აზრის, მისი ინტერესების, დღის რეჟიმისა და სამკურნალო პროცედურების გათვალისწინებით;
1.11. განსაზღვროს ბავშვისათვის მის მიერ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში სიარულის აუცილებლობა, რისთვისაც ეძლევა უფლება, ბავშვის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობებზე დასწრების მიზნით წაიყვანოს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ან ბავშვისა და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელი ადგილიდან და ამ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დასრულების შემდეგ დააბრუნოს ბავშვი მის და მისი დედის, მ. ნ-ის ასულ ც-ს, საცხოვრებელ ადგილზე ან სხვა ადგილზე, რომელიც განისაზღვრება ბავშვის დედასთან შეთანხმებით, უკუჩვენების არარსებობა ბავშვის მიერ კონკრეტული სახის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობაზე მოცემულ შემთხვევაში დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით, რომლებიც სათანადო წესით არის დადასტურებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და დაწესებულების ბეჭდით;
1.12. დაევალოს დ. ნ-ის ძე ც-ს და მ. ნ-ის ასულ ც-ს დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ (შეუძლოდ ყოფნა, ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ავადმყოფობის ობიექტური ნიშნები), მისთვის მედიკამენტების, სპეციფიკური სამკურნალო პროცედურების საჭიროება იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი იმყოფება რომელიმე მშობელთან. იმ შემთხვევაში, თუ მ. ნ-ის ასული ც. ატყობინებს დ. ნ-ის ძე ც-ს იმის თაობაზე, რომ მამის ბავშვთან ურთიერთობა სასამართლოს მიერ დადგენილ დღეებში შეუძლებელია ბავშვის ავადმყოფობის გამო, დაევალოს მას, წარუდგინოს დ. ნ-ის ძე ც-ს სამედიცინო დოკუმენტები, სათანადოდ დადასტურებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და იმ ორგანიზაციის ბეჭდით, რომელიც ადასტურებს ბავშვის ავადმყოფობის ფაქტს ამ დღეებში;
1.13. დაევალოს მ. ნ-ის ასულ ც-ს, წარუდგინოს დ. ნ-ის ძე ც-ს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე დ. ნ-ის ძე ც-სთან შეთანხმებით გადაჭრას ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, ბავშვის საბავშვო დაწესებულებებში სიარულთან, ბავშვის განათლების მიღებასთან, ბავშვის მკურნალობასთან, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე;
1.14. დაევალოს მ. ნ-ის ასულ ც-ს დ. ნ-ის ძე ც-სთან ერთად გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, მისცეს მას უფლება, წაიყვანოს ბავშვი საბავშვო ბაღიდან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (სპორტული სექციებისა და წრეების ჩათვლით) იმ დღეებში, როდესაც ბავშვთან ურთიერთობა ეკუთვნის ბავშვის მამას, დაესწროს ბავშვთან ერთად სხვადასხვა კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებს, სპორტულ სექციებს, წავიდეს ექსკურსიებზე, იაროს სტუმრად ნათესავებთან;
1.15. განემარტოს მ. ნ-ის ასულ ც-ს, რომ რუსეთის ფედერაციის საოჯახო კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების ბოროტი განზრახვით შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია, ცალკე მცხოვრები მშობლის მოთხოვნით, გამოიტანოს გადაწყვეტილება მისთვის ბავშვის გადაცემის თაობაზე, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.
2. დ. ც-ს წარმომადგენელმა ა. ა–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (არასრულწლოვნის დედა) ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე და წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობდა საქმის განხილვაში; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მ. ც-ს (არასრულწლოვნის დედა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით დასტურდება, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით დ. ც-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მ. ც-ს უფლება ჰქონდა წარმოედგინა მოსაზრება აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო, თუ ის აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. 2018 წლის 15 მარტს მოწინააღმდეგე მხარემ მ. ც-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება და იშუამდგომლა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, რის საფუძველზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შუამდგომლობის განხილვის მიზნით ზეპირი სხდომები გამართა 2018 წლის 20 ივნისს, 5 ივლისსა და 12 ივლისს.
6. 2018 წლის 12 ივლისს ჩატარებულ სასამართლოს ზეპირ სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მათ შორის გაფორმებული მორიგების აქტი, საქმის განხილვისას დააზუსტეს იგი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.
7. 2018 წლის 12 ივლისის მორიგების აქტი დადებულია შემდეგ მხარეებს შორის:
1. დ. ც. (პასპ. №7--...);
2. მ. ც. (პ.ნ. 5-...).
მხარეები შეთანხმდნენ მორიგების შემდეგ პირობებზე:
1. ბავშვის, ზ. ც-ს, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება დედის საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ბავშვთან, ზ. ც-სთან, მამის დ. ც-ს ურთიერთობა ხორციელდება ასევე მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე;
2. არცერთ მხარეს არ აქვს უფლება მეორე მხარის სანოტარო წესით გაცემული თანხმობის გარეშე გაიყვანოს ბავშვი, ზ. ც. საქართველოს ტერიტორიიდან. ამ წესით, ერთი მხარის მიერ საქართველოდან ბავშვის გაყვანის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს ეკონტაქტოს ბავშვს დისტანციურად კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით. მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობაში მიმართავენ დადასტურებადი შეტყობინების მეთოდს; აქ და ტექსტში ყველგან სხვაგან დადასტურებად შეტყობინებაში თუ სხვა დადასტურებად აქტში იგულისხმება ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომლითაც მხარეს შეუძლია გამორიცხოს გონივრული ეჭვი დავის წამოჭრისას; მაგალითად, დადასტურებადი თანხმობაა წერილობითი განცხადება, მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ქსელის ოპერატორის მიერ მიჩნეულია ადრესატამდე მიტანილად, ელექტრონული წერილი. ამის საპირისპიროდ მტკიცებულებად არ ჩაითვლება მხარის აპელირება მეორე მხარის ზეპირ განცხადებაზე, რადგან არავის, საუბრის მონაწილე მხარის გარდა, არ შეუძლია გადაამოწმოს, მართლაც ჰქონდა ასეთ განცხადებას ადგილი თუ არა. მოწმეთა ჩვენება ხშირად არ გამორიცხავს გონივრულ ეჭვს, რადგან ყველა მოწმე ოჯახურ დავაში მეტ-ნაკლებად მიკერძოებულია;
3. განისაზღვროს დ. ნ-ის ძე ც-ს მიერ მშობლის უფლებების განხორციელების წესი მისი შვილის, ზ. დ-ის ძე ც-სთან, დაბადებული 2013 წლის 20 ნოემბერს, მიმართებაში, შემდეგი სახით:
3.1. დ. ც. ვალდებულია, წინასწარ, 5 დღით ადრე მ. ც-ს მიაწოდოს ინფორმაცია ზ. ც-ს მონახულობის თაობაზე. მ. ც. ვალდებულია წინასწარ, 3 დღით ადრე დ. ც-ს მიაწოდოს მისი და ბავშვის ადგილსამყოფელის ზუსტი მისამართი;
3.2. მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში დ. ნ-ის ძე ც-ს უფლება აქვს ყოველი კვირის ყოველ ოთხშაბათს დილის თერთმეტი საათიდან, ყოველ ხუთშაბათს დილის თერთმეტი საათიდან და ყოველ პარასკევს დილის თერთმეტი საათიდან წაიყვანოს ბავშვი ბავშვთა სკოლამდელი განათლების დაწესებულებიდან, ი/მ თ. ჭ-ე, საბავშვო ბაგა-ბაღი „ე.“, ს/კ 5-..., მდებარე თბილისი, ა-ის ქ. 11, ბ. 4 ან სკოლიდან ან ბავშვის და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს საცხოვრებელი ადგილიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვარკეთილის ზ/პ, კ-., ბ. 17 ან ბავშვის და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს შემდეგი ადგილსამყოფელიდან: წ-ის რაიონი, სოფელი ჯ---–ი, პირველი ქუჩა, ნომერი 4 ან ბავშვის და დედის სხვა ადგილსამყოფელიდან, რომელზეც ინფორმაცია წინასწარ 3 დღით ადრე უნდა ეცნობოს დ. ც-ს. ამასთან, დ. ც. ვალდებულია დააბრუნოს ბავშვი წაყვანის ადგილზე ყოველი კვირის ყოველი ოთხშაბათის 20 საათამდე, ყოველი ხუთშაბათის 20 საათამდე და ყოველი პარასკევის 20 საათამდე;
3.3. მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ მოხდეს მხარეთა მიერ ერთობლივად თუ ცალ-ცალკე მოწვეული, კვალიფიკაციის შესაბამისი საბუთის მქონე სპეციალისტის, კერძოდ, ბავშვთა ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც ერთჯერადი თუ არაერთჯერადი შეფასების და შემდგომი დასკვნის საფუძველზე, დაადგენს ბავშვის მზაობას და სურვილს დარჩეს მამასთან ღამის საათებში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ე-ს ქუჩა #10, მეორე სადარბაზო, 1-ლი სართული, ბინა 47. მხარეთა სისტემატური დავის შემთხვევაში ამის თაობაზე, საკითხს საბოლოოდ წყვეტს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი. მხოლოდ ფსიქოლოგის ან ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე, დ. ც-ს უფლება აქვს:
3.3.1. ფსიქოლოგის ან ექსპერტის დადებითი დასკვნიდან ერთი თვის განმავლობაში, ყოველ ხუთშაბათს, დილის თერთმეტი საათიდან წაყვანილი ბავშვი დაიტოვოს ღამის საათებში და დაუბრუნოს დედას მომდევნო პარასკევის 20 საათამდე;
3.3.2. ფსიქოლოგის ან ექსპერტის დადებითი დასკვნიდან ერთი თვის შემდეგ და ერთი თვის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათს დილის თერთმეტი საათიდან წაყვანილი ბავშვი დაიტოვოს ოთხშაბათის ღამის საათებში, ხუთშაბათს, მათ შორის, ღამის საათებში და დაუბრუნოს დედას მომდევნო პარასკევის 20 საათამდე;
3.3.3. ფსიქოლოგის დადებითი დასკვნიდან ორი თვის შემდეგ, ყოველი წლის ყოველი თვის ყოველი კვირის ყოველ ოთხშაბათს, დილის თერთმეტი საათიდან უფლება აქვს წაიყვანოს ბავშვი ბავშვთა სკოლამდელი განათლების დაწესებულებიდან, ი/მ თ. ჭ-ე, საბავშვო ბაგა-ბაღი „ე.“, ს/კ 5-.., მდებარე თბილისი, ა-ის ქ. 11, ბ. 4 ან სკოლიდან ან ბავშვის და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს საცხოვრებელი ადგილიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვარკეთილის ზ/პ, კ-..., ბ. 17 ან ბავშვის და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს შემდეგი ადგილსამყოფელიდან: წ-ის რაიონი, სოფელი ჯ–ი, პირველი ქუჩა, ნომერი 4 ან ბავშვის და დედის სხვა ადგილსამყოფელიდან, რომელზეც ინფორმაცია წინასწარ 3 დღით ადრე უნდა ეცნობოს დ. ც-ს და დააბრუნოს ბავშვი დედის ადგილსამყოფელზე აღნიშნული ოთხშაბათის შემდგომ შაბათს, 11 საათამდე; ამასთან, მამის შვილთან ურთიერთობის ადგილი ღამის საათებში არის მამის ნათესავის, ზ. გ-ის ბინა, მდებარე თბილისში, ე-ს ქუჩაზე, #10-ში, მეორე სადარბაზო, 1-ლი სართული, ბინა 47;
3.3.4. ღამისთევით მამასთან დარჩენის შემთხვევაში, აუცილებელია ბავშვს შეუქმნან უსაფრთხო მშვიდი გარემო, თუკი ბავშვი იქნება ჭირვეული ან გაღიზიანებული, აუცილებლად ეცნობოს დედას. 3.3.1; 3.3.2 და 3.3.3 პუნქტების მოქმედების შემთხვევაში, თუკი ბავშვს არ ექნება ღამის საათებში მამასთან დარჩენის სურვილი და მამა თანახმაა იგი დაუბრუნოს დედას, დედას უფლება აქვს წაიყვანოს ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილას.
4. მხარეები ვალდებული არიან დადასტურებადი შეტყობინებით აცნობონ მეორე მხარეს საკუთარი და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის ცვლილების თაობაზე. დედა ვალდებულია მამას ბავშვი თავად გადასცეს იმ მისამართზე, რომელიც ამ მორიგების აქტშია მითითებული ან იმ მისამართზე, რომლის შეცვლის შემთხვევაში დადასტურებადი შეტყობინებით ბავშვთან მორიგ შეხვედრამდე 3 დღით ადრე უნდა ეცნობოს მამას. დედის მიერ მამისათვის პირადად გადაცემის წესიდან გადახვევა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედას გააჩნია იმ ფაქტის ნებისმიერი სახის დადასტურებადი მტკიცებულება, რომ მას ამის გაკეთება არ შეეძლო ან მამას ბავშვი მიჰყავს საბავშვო ბაღიდან ან სხვა ადგილიდან. ამ შემთხვევაში, მამას ბავშვი უნდა გადასცეს სხვა ახლო ნათესავმა;
5. ბავშვთან მამის ურთიერთობა ხორციელდება დედის - მ. ნ-ის ას. ც-ს გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედა დადასტურებადი შეტყობინებით გამოხატავს სურვილს ურთიერთობა მოხდეს მისი თანდასწრებით, ხოლო მამა, დ. ც. ასევე დადასტურებადი შეტყობინებით, ურთიერთობის დაწყებამდე ან მის განმავლობაში არ გამოხატავს უარს დედის დასწრებაზე. უარის გამოხატვის მიღებიდან დაუყოვნებლივ დედა ვალდებულია შეწყვიტოს მამის შვილთან ურთიერთობაში მონაწილეობა და დატოვოს ბავშვის მამასთან ურთიერთობის ადგილი სულ ცოტა 400 მეტრის მანძილზე;
6. დედას არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მამის ბავშვთან ამ მორიგებით დადგენილი ურთიერთობის განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელთ აქვს იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ ბავშვის მამისათვის გადაცემა იყო შეუძლებელი. იგივე წესი მოქმედებს, მამის მიმართ. მის მიერ ბავშვის დაბრუნების დროებით დაყოვნება შეიძლება გამოწვეულ იყოს მხოლოდ ისეთი გარემოებით, რაც შეუძლებელს ხდის ასეთი ქმედების განხორციელებას და მას ამის დადასტურებადი მტკიცებულება გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს თავისი ვალდებულება როგორც კი დაბრკოლება აღმოიფხვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიგების პირობა ჩაითვლება დარღვეულად. ბავშვის მძიმე ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის შემთხვევაში, მხარეები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად;
7. ბავშვთან მამის ურთიერთობა, მორიგებით დადგენილ დღეებში მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი უფლებებით: გაატაროს დრო ბავშვთან მორიგებით დადგენილ ადგილზე ან საზოგადოებივი სარგებლობის ადგილებში, რომლებიც განკუთნილია საოჯახო დასვენებისთვის (პარკები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და სხვა), გამოიყვანოს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ან ბავშვის და მისი დედის, მ. ნ-ის ას. ც-ს, საცხოვრებელი ადგილიდან და დააბრუნოს ბავშვი უკან მისი და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს, საცხოვრებელ ადგილას ან სხვა ადგილზე, რომელიც განისაზღვრება ბავშვის დედასთან დადასტურებადი შეთანხმებით;
8. ყოველი ლუწი წლის 31 დეკემბრის 18 საათიდან ყოველი კენტი წლის 01 იანვრის 18 საათამდე ანუ საახალწლო დღესასწაულის დროს, დ. ც-ს უფლება აქვს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან ამ მორიგებით დადგენილ მის საცხოვრებელ ადგილზე ანუ ზ. გ-ის ბინაში, მდებარე თბილისში, ე-ს ქუჩაზე, #10-ში, მეორე სადარბაზო, 1-ლი სართული, ბინა 47 ან ნებისმიერ სხვა ადგილას საქართველოს ტერიტორიაზე დედასთან შეთანხმებით;
9. ყოველი კენტი წლის 19 ნოემბრის 18 საათიდან 21 ნოემბრის 11 საათამდე დ. ც-ს უფლება აქვს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან ამ მორიგებით დადგენილ მის საცხოვრებელ ადგილზე ანუ ზ. გ-ის ბინაში, მდებარე თბილისში, ე-ს ქუჩაზე, #10-ში, მეორე სადარბაზო, 1-ლი სართული, ბინა 47. ბავშვის დაბადების დღეს ანუ ყოველი კენტი წლის 20 ნოემბერს, დედას, მ. ც-ს უფლება აქვს ინახულოს ბავშვი დ. ც-ს ამ მორიგებით დადგენილ საცხოვრებელ ადგილას. ბავშვის დაბადების დღეს ანუ ყოველი ლუწი წლის 20 ნოემბერს, მამას, დ. ც-ს უფლება აქვს ინახულოს ბავშვი დ. ც-ს ამ მორიგებით დადგენილ საცხოვრებელ ადგილას;
10. დ. ც-ს უფლება აქვს გაატაროს ვაჟიშვილთან ყოველწლიური შვებულება მაქსიმუმ 20 კალენდარული დღის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიაზე. დ. ნ-ის ძე ც. ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მ. ნ-ის ას. ც-ს დადასტურებადი შეტყობინებით დაგეგმილ შვებულებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე; მ. ც-ს უფლება აქვს იმყოფებოდეს იმავე დასახლებულ პუნქტში, სადაც მამა ბავშვთან ერთად ატარებს შვებულებას, მაგრამ არ აქვს მათთან 400 მეტრზე ახლოს მიახლოების უფლება მამის, დ. ც-ს დადასტურებადი თანხმობის გარეშე. ბავშვის გაღიზიანების ან დედის მონატრების შემთხვევაში, მამას უფლება აქვს მიმართოს დედას და მისი მზაობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ღამის საათებში ბავშვის და დედის ერთად ყოფნა;
11. დ. ც-ს მიეცეს ნებართვა:
11.1. დაესწროს სადღესასწაულო ღონისძიებებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, დამატებითი განათლების დაწესებულებებში, რომლებშიც მონაწილეობს ბავშვი, იმის მიუხედავად ესწრება თუ არა ღონისძიებას ბავშვის დედა;
11.2. ეკონტაქტოს ბავშვს დისტანციურად (სატელეფონო კავშირის, ინტერნეტ-ქსელის საშუალებით) იმ პერიოდებში, როდესაც ასეთი ურთიერთობა შესაძლებელია ბავშვის აზრის, მისი ინტერესების, დღის რეჟიმის გათვალისწინებით;
11.3. მოინახულოს ბავშვი ავადმყოფობის შემთხვევაში როგორც სახლში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, ბავშვის აზრის, მისი ინტერესების, დღის რეჟიმის და სამკურნალო პროცედურების გათვალისწინებით;
11.4. განსაზღვროს ბავშვისათვის მის მიერ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში სიარულის აუცილებლობა, რისთვისაც ეძლევა უფლება ბავშვის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობებზე დაასწრების მიზნით, მორიგებით დადგენილ ნახვის დღეებში გამოიყვანოს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ან ბავშვის და მისი დედის, მ. ნ-ის ას. ც-ს საცხოვრებელი ადგილიდან და ამ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დასრულების შემდეგ დააბრუნოს ბავშვი მის და მისი დედის მ. ნ-ის ას. ც-ს საცხოვრებელი ადგილზე ან სხვა ადგილზე, რომელიც განისაზღვრება ბავშვის დედასთან შეთანხმებით; უკუჩვენების არ არსებობა ბავშვის მიერ კონკრეტული სახის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობაზე მოცემულ შემთხვევაში დასტურდება სამედიცინო დოკუმენტით, რომელიც სათანადო წესით არის დამოწმებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და დაწესებულების ბეჭდით.
12. დაევალოთ დ. ნ-ის ძე ც-ს და მ. ნ-ის ას. ც-ს დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ (შეუძლოდ ყოფნა, ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ავადმყოფობის ობიექტური ნიშნები), მისთვის მედიკამენტების, სპეციფიური სამკურნალო პროცედურების საჭიროებს შემთხვევაში იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი იმყოფება რომელიმე მშობელთან. იმ შემთხვევაში, თუ მ. ნ-ის ას ც. ატყობინებს დ. ნ-ის ძე ც-ს იმის თაობაზე, რომ მამის ბავშვთან ურთიერთობა ამ მორიგებით დადგენილ ვადებში შეუძლებელია ბავშვის ავადმყოფობის გამო, დაევალოს მას წარუდგინოს დ. ნ-ის ძე ც-ს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და იმ ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული სამედიცინო დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს ბავშვის ავადმყოფობის ფაქტს ამ დღეებში;
13. დაევალოს მ. ნ-ის ას ც-ს წარუდგინოს დ. ნ-ის ძე ც-ს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე დ. ნ-ის ძე ც-სთან შეთანხმებით გადაჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, ბავშვის საბავშვო დაწესებულებაში სიარულთან, ბავშვის განათლების მიღებასთან, ბავშვის მკურნალობასთან დაკავშირებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე;
14. დაევალოს მ. ნ-ის ას ც-ს დ. ნ-ის ძე ც-სთან ერთად გადაწყვიტოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები, მისცეს მას უფლება გამოიყვანოს ბავშვი საბავშვო ბაღიდან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (სპორტული სექციებისა და წრეების ჩათვლით), დაესწროს ბავშვთან ერთად სხვადასხვა კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებს, სპორტულ სექციებს, წავიდეს ექსკურსიებზე, იაროს სტუმრად ნათესავებთან იმ დღეებში, როდესაც ბავშვთან ურთიეთობა ეკუთვნის ბავშვის მამას;
15. სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 3 თვის შემდეგ, დ. ც-ს უფლება აქვს შესთავაზოს დედას, მ. ც-ს ბავშვისათვის სხვა ადგილსამყოფელი. მ. ც-ს უფლება აქვს გაეცნოს ბავშვის ადგილსამყოფელს, ხოლო დ. ც. ვალდებულია უზრუნველყოს მ. ც-ს მიერ ამ უფლების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ მ. ც. დადასტურებადი ფორმით უარს იტყვის ბავშვის ამ ადგილსამყოფელში ყოფნაზე, მაშინ დ. ც. ვალდებულია მას ან სხვა ადგილსამყოფელი შესთავაზოს, ან მიმართოს სასამართლოს განცხადებით, მორიგების აღსრულების მიზნით, გამოსცეს განკარგულება და დაავალოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეამოწმოს საცხოვრებელი ადგილი. მხოლოდ ამ ორგანოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში, მამას ექნება უფლება იქონიოს ურთიერთობა ბავშვთან ამ ადგილსამყოფელზე; ამ შემთხვევაში, დედას, მ. ც-ს უკვე ერთმევა უფლება წინ აღუდგეს მამის ბავშვთან ურთიერთობას;
16. დედის მ. ც-ს მიერ ბავშვის ადგილსამყოფელის 3 თვეზე მეტი ხნის გამოცვლის შემთხვევაში, ისიც ვალდებულია დაუშვას მამა, დ. ც. ბავშვის ყოფნის პირობების გასაცნობად და მამის წინააღმდეგობის შემთხვევაში, მაინც მოიპოვოს ბავშვის ამ ადგილას ცხოვრების უფლება უფლებამოსილი პირის დასკვნის საფუძველზე, როგორც ეს მოხდა ვარკეთილის მასივში მდებარე ბინის შემთხვევაში;
17. მამის ბავშვთან ურთიერთობის დროს, დედას, მ. ც-ს, უფლება აქვს იცოდეს, თუ კონკრეტულად სად იმყოფება ბავშვი და მოინახულოს იგი. მამა ვალდებულია უზრუნველყოს მისი ამ უფლების განხორციელება. თუ დედა მოიპოვებს დადასტურებად მტკიცებულებას, რომ მამა სისტემატურად და განზრახ უმალავს მას ბავშვს მასთან ყოფნის პერიოდში, დედას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი ინტერესი კანონით მინიჭებული უფლებით, მათ შორის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205 მუხლით დადგენილი შედეგების განხორციელება;
18. დ. ც. იღებს ვალდებულებას, ზ. ც-ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, მისი სკოლამდელი ასაკის (6 წლისას) მიღწევისას გამოხატოს თანხმობა სანოტარო წესით. მ. ც-ს მიერ მორიგების აქტის სისტემატური დარღვევის შემთვევაში, დ. ც-ს ეს ვალდებულება ქარწყლდება;
19. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ მორიგების პირობები, არასრულწლოვან შვილს, ზ. ც-ს შეუქმნან მშვიდი და საიმედო გარემო, ხელი შეუწყონ ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობას, არ განახორციელონ ბავშვის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქიკური) ან რომელიმე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა;
20. მამა თანხმობას აცხადებს შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე გადაუხადოს მას ალიმენტი ყოველთვიურად, თვის პირველიდან ხუთი რიცხვის ჩათვლით, 85 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით;
21. მხარეები ერთმანეთს აწვდიან ერთზე მეტ საკონტაქტო ნომერს ან კომუნიკაციის სხვა საშულების რეკვიზიტს. მათი ძირითადი ან დამატებითი საკონტაქტო საშუალების ცვლილების შემთვევაში, ვალდებული არიან წინასწარ შეატყობინონ ამის შესახებ ერთმანეთს;
22. ამ მორიგების პირობის სისტემატური დარღვევის შემთხვევაში, დაზარალებულმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს შესაბამისი წესით მისი იძულებით აღსრულება, ხოლო მეორე მხარის მიერ მისი სისტემატური დარღვევის ფაქტი, სასამართლოსადმი მიმართვის გზით, შეიძლება გამოიყენოს დამრღვევი მხარის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად. აქ და სხვაგან ტექტსში, სისტემური დარღვევა გულისხმობს მორიგების წესებიდან მხარის მიერ თვითნებურად სულ ცოტა სამჯერ გადახვევას;
23. წინამდებარე აქტი მოქმედებს ბავშვის, ზ. ც-ს სრულწლოვანების მიღწევამდე და მისი ძალით, მხარეები თანხმდებიან, რომ წყდება ყველანაირი დავა მათ შორის იმ საკითხების თაობაზე, რომელსაც ის მოიცავს. მომავალში მათ ერთმევათ იმავე საკითხებზე დავის გაგრძელების უფლება, რომლებიც უკვე მოწესრიგებულია ამ მორიგებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საოჯახო დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებითად იცვლება ბავშვთან დაკავშირებული გარემოებები;
24. დ. ც. იღებს ვალდებულებას მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებს მორიგების პირობების შესრულების ხელშეწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და აღნიშნულის შესახებ მ. ც-ს აცნობოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმებისა და მათი პოზიციების მოსმენის შედეგად, მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს, ხოლო წარმოდგენილ შუამდგომლობაზე საქმის წარმოება შეწყდეს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცება აღსრულების ეტაპზეც შესაძლებელია (იხ. სუსგ №ა-5273-შ-140-2017, 2018 წლის 27 მარტი).
12. განსახილველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის გადაწყვეტამდე მხარეებმა მოითხოვეს მათ შორის გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის მორიგების საგანია არასრულწლოვან შვილთან მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრა, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს მორიგების აქტის პირობების ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობის საკითხი.
14. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთა განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, დაიცვან არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესები. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლი). ამრიგად, მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და ოჯახური გარემოს შექმნაა, ხოლო ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მასში ჩამოყალიბებული პირობები შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ამასთან, გათვალისწინებულია არასრულწლოვანთან ორივე მშობლის მაქსიმალურად თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა, მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები ასევე არ ეწინააღმდეგება კანონს, არ ლახავს საჯარო წესრიგს და მესამე პირთა ინტერესებს. გამომდინარე აქედან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მორიგების აქტი, მხარეთა მიერ დაზუსტებული პირობების შესაბამისად, უნდა დამტკიცდეს და განსახილველ შუამდგომლობაზე საქმის წარმოება შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს შუამდგომლობის ავტორის დ. ც-სა და მოწინააღმდეგე მხარის მ. ც-ს შუამდგომლობა და დამტკიცდეს, ერთის მხრივ, დ. ც-სა (პასპორტის №7-...) და, მეორეს მხრივ, მ. ც-ს (პ/ნ: 5-..) შორის 2018 წლის 12 ივლისს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი) შემდეგი პირობებით:
1.1. ბავშვის, ზ. ც-ს, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება დედის საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ბავშვთან, ზ. ც-სთან, მამის დ. ც-ს ურთიერთობა ხორციელდება ასევე მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე;
1.2. არცერთ მხარეს არ აქვს უფლება მეორე მხარის სანოტარო წესით გაცემული თანხმობის გარეშე გაიყვანოს ბავშვი, ზ. ც. საქართველოს ტერიტორიიდან. ამ წესით, ერთი მხარის მიერ საქართველოდან ბავშვის გაყვანის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს ეკონტაქტოს ბავშვს დისტანციურად კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით. მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობაში მიმართავენ დადასტურებადი შეტყობინების მეთოდს; აქ და ტექსტში ყველგან სხვაგან დადასტურებად შეტყობინებაში თუ სხვა დადასტურებად აქტში იგულისხმება ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომლითაც მხარეს შეუძლია გამორიცხოს გონივრული ეჭვი დავის წამოჭრისას; მაგალითად, დადასტურებადი თანხმობაა წერილობითი განცხადება, მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ქსელის ოპერატორის მიერ მიჩნეულია ადრესატამდე მიტანილად, ელექტრონული წერილი. ამის საპირისპიროდ მტკიცებულებად არ ჩაითვლება მხარის აპელირება მეორე მხარის ზეპირ განცხადებაზე, რადგან არავის, საუბრის მონაწილე მხარის გარდა, არ შეუძლია გადაამოწმოს, მართლაც ჰქონდა ასეთ განცხადებას ადგილი თუ არა. მოწმეთა ჩვენება ხშირად არ გამორიცხავს გონივრულ ეჭვს, რადგან ყველა მოწმე ოჯახურ დავაში მეტ-ნაკლებად მიკერძოებულია;
1.3. განისაზღვროს დ. ნ-ის ძე ც-ს მიერ მშობლის უფლებების განხორციელების წესი მისი შვილის, ზ. დ-ის ძე ც-სთან, დაბადებული 2013 წლის 20 ნოემბერს, მიმართებაში, შემდეგი სახით:
1.3.1. დ. ც. ვალდებულია, წინასწარ, 5 დღით ადრე მ. ც-ს მიაწოდოს ინფორმაცია ზ. ც-ს მონახულობის თაობაზე. მ. ც. ვალდებულია წინასწარ, 3 დღით ადრე დ. ც-ს მიაწოდოს მისი და ბავშვის ადგილსამყოფელის ზუსტი მისამართი;
1.3.2. მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში დ. ნ-ის ძე ც-ს უფლება აქვს ყოველი კვირის ყოველ ოთხშაბათს დილის თერთმეტი საათიდან, ყოველ ხუთშაბათს დილის თერთმეტი საათიდან და ყოველ პარასკევს დილის თერთმეტი საათიდან წაიყვანოს ბავშვი ბავშვთა სკოლამდელი განათლების დაწესებულებიდან, ი/მ თ. ჭ-ე, საბავშვო ბაგა-ბაღი „ე.“, ს/კ 5-..., მდებარე თბილისი, ა-ის ქ. 11, ბ. 4 ან სკოლიდან ან ბავშვის და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს საცხოვრებელი ადგილიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვარკეთილის ზ/პ, კ-.., ბ. 17 ან ბავშვის და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს შემდეგი ადგილსამყოფელიდან: წ-ის რაიონი, სოფელი ჯ–ი, პირველი ქუჩა, ნომერი 4 ან ბავშვის და დედის სხვა ადგილსამყოფელიდან, რომელზეც ინფორმაცია წინასწარ 3 დღით ადრე უნდა ეცნობოს დ. ც-ს. ამასთან, დ. ც. ვალდებულია დააბრუნოს ბავშვი წაყვანის ადგილზე ყოველი კვირის ყოველი ოთხშაბათის 20 საათამდე, ყოველი ხუთშაბათის 20 საათამდე და ყოველი პარასკევის 20 საათამდე;
1.3.3. მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ მოხდეს მხარეთა მიერ ერთობლივად თუ ცალ-ცალკე მოწვეული, კვალიფიკაციის შესაბამისი საბუთის მქონე სპეციალისტის, კერძოდ, ბავშვთა ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც ერთჯერადი თუ არაერთჯერადი შეფასების და შემდგომი დასკვნის საფუძველზე, დაადგენს ბავშვის მზაობას და სურვილს დარჩეს მამასთან ღამის საათებში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ე-ს ქუჩა #10, მეორე სადარბაზო, 1-ლი სართული, ბინა 47. მხარეთა სისტემატური დავის შემთხვევაში ამის თაობაზე, საკითხს საბოლოოდ წყვეტს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი. მხოლოდ ფსიქოლოგის ან ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე, დ. ც-ს უფლება აქვს:
1.3.3.1. ფსიქოლოგის ან ექსპერტის დადებითი დასკვნიდან ერთი თვის განმავლობაში, ყოველ ხუთშაბათს, დილის თერთმეტი საათიდან წაყვანილი ბავშვი დაიტოვოს ღამის საათებში და დაუბრუნოს დედას მომდევნო პარასკევის 20 საათამდე;
1.3.3.2. ფსიქოლოგის ან ექსპერტის დადებითი დასკვნიდან ერთი თვის შემდეგ და ერთი თვის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათს დილის თერთმეტი საათიდან წაყვანილი ბავშვი დაიტოვოს ოთხშაბათის ღამის საათებში, ხუთშაბათს, მათ შორის, ღამის საათებში და დაუბრუნოს დედას მომდევნო პარასკევის 20 საათამდე;
1.3.3.3. ფსიქოლოგის დადებითი დასკვნიდან ორი თვის შემდეგ, ყოველი წლის ყოველი თვის ყოველი კვირის ყოველ ოთხშაბათს, დილის თერთმეტი საათიდან უფლება აქვს წაიყვანოს ბავშვი ბავშვთა სკოლამდელი განათლების დაწესებულებიდან, ი/მ თ. ჭ-ე, საბავშვო ბაგა-ბაღი „ე.“, ს/კ 5-..., მდებარე თბილისი, ა-ის ქ. 11, ბ. 4 ან სკოლიდან ან ბავშვის და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს საცხოვრებელი ადგილიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვარკეთილის ზ/პ, კ-.., ბ. 17 ან ბავშვის და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს შემდეგი ადგილსამყოფელიდან: წ-ის რაიონი, სოფელი ჯ–ი, პირველი ქუჩა, ნომერი 4 ან ბავშვის და დედის სხვა ადგილსამყოფელიდან, რომელზეც ინფორმაცია წინასწარ 3 დღით ადრე უნდა ეცნობოს დ. ც-ს და დააბრუნოს ბავშვი დედის ადგილსამყოფელზე აღნიშნული ოთხშაბათის შემდგომ შაბათს, 11 საათამდე; ამასთან, მამის შვილთან ურთიერთობის ადგილი ღამის საათებში არის მამის ნათესავის, ზ. გ-ის ბინა, მდებარე თბილისში, ე-ს ქუჩაზე, #10-ში, მეორე სადარბაზო, 1-ლი სართული, ბინა 47;
1.3.3.4. ღამისთევით მამასთან დარჩენის შემთხვევაში, აუცილებელია ბავშვს შეუქმნან უსაფრთხო მშვიდი გარემო, თუკი ბავშვი იქნება ჭირვეული ან გაღიზიანებული, აუცილებლად ეცნობოს დედას. 1.3.3.1; 1.3.3.2 და 1.3.3.3 პუნქტების მოქმედების შემთხვევაში, თუკი ბავშვს არ ექნება ღამის საათებში მამასთან დარჩენის სურვილი და მამა თანახმაა იგი დაუბრუნოს დედას, დედას უფლება აქვს წაიყვანოს ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილას.
1.4. მხარეები ვალდებული არიან დადასტურებადი შეტყობინებით აცნობონ მეორე მხარეს საკუთარი და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის ცვლილების თაობაზე. დედა ვალდებულია მამას ბავშვი თავად გადასცეს იმ მისამართზე, რომელიც ამ მორიგების აქტშია მითითებული ან იმ მისამართზე, რომლის შეცვლის შემთხვევაში დადასტურებადი შეტყობინებით ბავშვთან მორიგ შეხვედრამდე 3 დღით ადრე უნდა ეცნობოს მამას. დედის მიერ მამისათვის პირადად გადაცემის წესიდან გადახვევა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედას გააჩნია იმ ფაქტის ნებისმიერი სახის დადასტურებადი მტკიცებულება, რომ მას ამის გაკეთება არ შეეძლო ან მამას ბავშვი მიჰყავს საბავშვო ბაღიდან ან სხვა ადგილიდან. ამ შემთხვევაში, მამას ბავშვი უნდა გადასცეს სხვა ახლო ნათესავმა;
1.5. ბავშვთან მამის ურთიერთობა ხორციელდება დედის - მ. ნ-ის ას. ც-ს გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედა დადასტურებადი შეტყობინებით გამოხატავს სურვილს ურთიერთობა მოხდეს მისი თანდასწრებით, ხოლო მამა, დ. ც. ასევე დადასტურებადი შეტყობინებით, ურთიერთობის დაწყებამდე ან მის განმავლობაში არ გამოხატავს უარს დედის დასწრებაზე. უარის გამოხატვის მიღებიდან დაუყოვნებლივ დედა ვალდებულია შეწყვიტოს მამის შვილთან ურთიერთობაში მონაწილეობა და დატოვოს ბავშვის მამასთან ურთიერთობის ადგილი სულ ცოტა 400 მეტრის მანძილზე;
1.6. დედას არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მამის ბავშვთან ამ მორიგებით დადგენილი ურთიერთობის განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელთ აქვს იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ ბავშვის მამისათვის გადაცემა იყო შეუძლებელი. იგივე წესი მოქმედებს, მამის მიმართ. მის მიერ ბავშვის დაბრუნების დროებით დაყოვნება შეიძლება გამოწვეულ იყოს მხოლოდ ისეთი გარემოებით, რაც შეუძლებელს ხდის ასეთი ქმედების განხორციელებას და მას ამის დადასტურებადი მტკიცებულება გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს თავისი ვალდებულება როგორც კი დაბრკოლება აღმოიფხვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიგების პირობა ჩაითვლება დარღვეულად. ბავშვის მძიმე ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის შემთხვევაში, მხარეები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად;
1.7. ბავშვთან მამის ურთიერთობა, მორიგებით დადგენილ დღეებში მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი უფლებებით: გაატაროს დრო ბავშვთან მორიგებით დადგენილ ადგილზე ან საზოგადოებივი სარგებლობის ადგილებში, რომლებიც განკუთნილია საოჯახო დასვენებისთვის (პარკები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და სხვა), გამოიყვანოს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ან ბავშვის და მისი დედის, მ. -ის ას. ც-ს, საცხოვრებელი ადგილიდან და დააბრუნოს ბავშვი უკან მისი და დედის მ. ნ-ის ას. ც-ს, საცხოვრებელ ადგილას ან სხვა ადგილზე, რომელიც განისაზღვრება ბავშვის დედასთან დადასტურებადი შეთანხმებით;
1.8. ყოველი ლუწი წლის 31 დეკემბრის 18 საათიდან ყოველი კენტი წლის 01 იანვრის 18 საათამდე ანუ საახალწლო დღესასწაულის დროს, დ. ც-ს უფლება აქვს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან ამ მორიგებით დადგენილ მის საცხოვრებელ ადგილზე ანუ ზ. გ-ის ბინაში, მდებარე თბილისში, ე-ს ქუჩაზე, #10-ში, მეორე სადარბაზო, 1-ლი სართული, ბინა 47 ან ნებისმიერ სხვა ადგილას საქართველოს ტერიტორიაზე დედასთან შეთანხმებით;
1.9. ყოველი კენტი წლის 19 ნოემბრის 18 საათიდან 21 ნოემბრის 11 საათამდე დ. ც-ს უფლება აქვს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან ამ მორიგებით დადგენილ მის საცხოვრებელ ადგილზე ანუ ზ. გ-ის ბინაში, მდებარე თბილისში, ე-ს ქუჩაზე, #10-ში, მეორე სადარბაზო, 1-ლი სართული, ბინა 47. ბავშვის დაბადების დღეს ანუ ყოველი კენტი წლის 20 ნოემბერს, დედას, მ. ც-ს უფლება აქვს ინახულოს ბავშვი დ. ც-ს ამ მორიგებით დადგენილ საცხოვრებელ ადგილას. ბავშვის დაბადების დღეს ანუ ყოველი ლუწი წლის 20 ნოემბერს, მამას, დ. ც-ს უფლება აქვს ინახულოს ბავშვი დ. ც-ს ამ მორიგებით დადგენილ საცხოვრებელ ადგილას;
1.10. დ. ც-ს უფლება აქვს გაატაროს ვაჟიშვილთან ყოველწლიური შვებულება მაქსიმუმ 20 კალენდარული დღის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიაზე. დ. ნ-ის ძე ც. ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მ. ნ-ის ას. ც-ს დადასტურებადი შეტყობინებით დაგეგმილ შვებულებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე; მ. ც-ს უფლება აქვს იმყოფებოდეს იმავე დასახლებულ პუნქტში, სადაც მამა ბავშვთან ერთად ატარებს შვებულებას, მაგრამ არ აქვს მათთან 400 მეტრზე ახლოს მიახლოების უფლება მამის, დ. ც-ს დადასტურებადი თანხმობის გარეშე. ბავშვის გაღიზიანების ან დედის მონატრების შემთხვევაში, მამას უფლება აქვს მიმართოს დედას და მისი მზაობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ღამის საათებში ბავშვის და დედის ერთად ყოფნა;
1.11. დ. ც-ს მიეცეს ნებართვა:
1.11.1.დაესწროს სადღესასწაულო ღონისძიებებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, დამატებითი განათლების დაწესებულებებში, რომლებშიც მონაწილეობს ბავშვი, იმის მიუხედავად ესწრება თუ არა ღონისძიებას ბავშვის დედა;
1.11.2.ეკონტაქტოს ბავშვს დისტანციურად (სატელეფონო კავშირის, ინტერნეტ-ქსელის საშუალებით) იმ პერიოდებში, როდესაც ასეთი ურთიერთობა შესაძლებელია ბავშვის აზრის, მისი ინტერესების, დღის რეჟიმის გათვალისწინებით;
1.11.3.მოინახულოს ბავშვი ავადმყოფობის შემთხვევაში როგორც სახლში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, ბავშვის აზრის, მისი ინტერესების, დღის რეჟიმის და სამკურნალო პროცედურების გათვალისწინებით;
1.11.4.განსაზღვროს ბავშვისათვის მის მიერ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში სიარულის აუცილებლობა, რისთვისაც ეძლევა უფლება ბავშვის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობებზე დაასწრების მიზნით, მორიგებით დადგენილ ნახვის დღეებში გამოიყვანოს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ან ბავშვის და მისი დედის, მ. ნ-ის ას. ც-ს საცხოვრებელი ადგილიდან და ამ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დასრულების შემდეგ დააბრუნოს ბავშვი მის და მისი დედის მ. ნ-ის ას. ც-ს საცხოვრებელი ადგილზე ან სხვა ადგილზე, რომელიც განისაზღვრება ბავშვის დედასთან შეთანხმებით; უკუჩვენების არ არსებობა ბავშვის მიერ კონკრეტული სახის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობაზე მოცემულ შემთხვევაში დასტურდება სამედიცინო დოკუმენტით, რომელიც სათანადო წესით არის დამოწმებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და დაწესებულების ბეჭდით.
1.12. დაევალოთ დ. ნ-ის ძე ც-ს და მ. ნ-ის ას. ც-ს დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ (შეუძლოდ ყოფნა, ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ავადმყოფობის ობიექტური ნიშნები), მისთვის მედიკამენტების, სპეციფიური სამკურნალო პროცედურების საჭიროებს შემთხვევაში იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი იმყოფება რომელიმე მშობელთან. იმ შემთხვევაში, თუ მ. ნ-ის ას ც. ატყობინებს დ. ნ-ის ძე ც-ს იმის თაობაზე, რომ მამის ბავშვთან ურთიერთობა ამ მორიგებით დადგენილ ვადებში შეუძლებელია ბავშვის ავადმყოფობის გამო, დაევალოს მას წარუდგინოს დ. ნ-ის ძე ც-ს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და იმ ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული სამედიცინო დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს ბავშვის ავადმყოფობის ფაქტს ამ დღეებში;
1.13. დაევალოს მ. ნ-ის ას ც-ს წარუდგინოს დ. ნ-ის ძე ც-ს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე დ. ნ-ის ძე ც-სთან შეთანხმებით გადაჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, ბავშვის საბავშვო დაწესებულებაში სიარულთან, ბავშვის განათლების მიღებასთან, ბავშვის მკურნალობასთან დაკავშირებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე;
1.14. დაევალოს მ. ნ-ის ას ც-ს დ. ნ-ის ძე ც-სთან ერთად გადაწყვიტოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები, მისცეს მას უფლება გამოიყვანოს ბავშვი საბავშვო ბაღიდან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (სპორტული სექციებისა და წრეების ჩათვლით), დაესწროს ბავშვთან ერთად სხვადასხვა კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებს, სპორტულ სექციებს, წავიდეს ექსკურსიებზე, იაროს სტუმრად ნათესავებთან იმ დღეებში, როდესაც ბავშვთან ურთიეთობა ეკუთვნის ბავშვის მამას;
1.15. სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 3 თვის შემდეგ, დ. ც-ს უფლება აქვს შესთავაზოს დედას, მ. ც-ს ბავშვისათვის სხვა ადგილსამყოფელი. მ. ც-ს უფლება აქვს გაეცნოს ბავშვის ადგილსამყოფელს, ხოლო დ. ც. ვალდებულია უზრუნველყოს მ. ც-ს მიერ ამ უფლების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ მ. ც. დადასტურებადი ფორმით უარს იტყვის ბავშვის ამ ადგილსამყოფელში ყოფნაზე, მაშინ დ. ც. ვალდებულია მას ან სხვა ადგილსამყოფელი შესთავაზოს, ან მიმართოს სასამართლოს განცხადებით, მორიგების აღსრულების მიზნით, გამოსცეს განკარგულება და დაავალოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეამოწმოს საცხოვრებელი ადგილი. მხოლოდ ამ ორგანოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში, მამას ექნება უფლება იქონიოს ურთიერთობა ბავშვთან ამ ადგილსამყოფელზე; ამ შემთხვევაში, დედას, მ. ც-ს უკვე ერთმევა უფლება წინ აღუდგეს მამის ბავშვთან ურთიერთობას;
1.16. დედის მ. ც-ს მიერ ბავშვის ადგილსამყოფელის 3 თვეზე მეტი ხნის გამოცვლის შემთხვევაში, ისიც ვალდებულია დაუშვას მამა, დ. ც. ბავშვის ყოფნის პირობების გასაცნობად და მამის წინააღმდეგობის შემთხვევაში, მაინც მოიპოვოს ბავშვის ამ ადგილას ცხოვრების უფლება უფლებამოსილი პირის დასკვნის საფუძველზე, როგორც ეს მოხდა ვარკეთილის მასივში მდებარე ბინის შემთხვევაში;
1.17. მამის ბავშვთან ურთიერთობის დროს, დედას, მ. ც-ს, უფლება აქვს იცოდეს, თუ კონკრეტულად სად იმყოფება ბავშვი და მოინახულოს იგი. მამა ვალდებულია უზრუნველყოს მისი ამ უფლების განხორციელება. თუ დედა მოიპოვებს დადასტურებად მტკიცებულებას, რომ მამა სისტემატურად და განზრახ უმალავს მას ბავშვს მასთან ყოფნის პერიოდში, დედას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი ინტერესი კანონით მინიჭებული უფლებით, მათ შორის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205 მუხლით დადგენილი შედეგების განხორციელება;
1.18. დ. ც. იღებს ვალდებულებას, ზ. ც-ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, მისი სკოლამდელი ასაკის (6 წლისას) მიღწევისას გამოხატოს თანხმობა სანოტარო წესით. მ. ც-ს მიერ მორიგების აქტის სისტემატური დარღვევის შემთვევაში, დ. ც-ს ეს ვალდებულება ქარწყლდება;
1.19. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ მორიგების პირობები, არასრულწლოვან შვილს, ზ. ც-ს შეუქმნან მშვიდი და საიმედო გარემო, ხელი შეუწყონ ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობას, არ განახორციელონ ბავშვის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქიკური) ან რომელიმე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა;
1.20. მამა თანხმობას აცხადებს შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე გადაუხადოს მას ალიმენტი ყოველთვიურად, თვის პირველიდან ხუთი რიცხვის ჩათვლით, 85 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით;
1.21. მხარეები ერთმანეთს აწვდიან ერთზე მეტ საკონტაქტო ნომერს ან კომუნიკაციის სხვა საშულების რეკვიზიტს. მათი ძირითადი ან დამატებითი საკონტაქტო საშუალების ცვლილების შემთვევაში, ვალდებული არიან წინასწარ შეატყობინონ ამის შესახებ ერთმანეთს;
1.22. ამ მორიგების პირობის სისტემატური დარღვევის შემთხვევაში, დაზარალებულმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს შესაბამისი წესით მისი იძულებით აღსრულება, ხოლო მეორე მხარის მიერ მისი სისტემატური დარღვევის ფაქტი, სასამართლოსადმი მიმართვის გზით, შეიძლება გამოიყენოს დამრღვევი მხარის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად. აქ და სხვაგან ტექტსში, სისტემური დარღვევა გულისხმობს მორიგების წესებიდან მხარის მიერ თვითნებურად სულ ცოტა სამჯერ გადახვევას;
1.23. წინამდებარე აქტი მოქმედებს ბავშვის, ზ. ც-ს სრულწლოვანების მიღწევამდე და მისი ძალით, მხარეები თანხმდებიან, რომ წყდება ყველანაირი დავა მათ შორის იმ საკითხების თაობაზე, რომელსაც ის მოიცავს. მომავალში მათ ერთმევათ იმავე საკითხებზე დავის გაგრძელების უფლება, რომლებიც უკვე მოწესრიგებულია ამ მორიგებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საოჯახო დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებითად იცვლება ბავშვთან დაკავშირებული გარემოებები;
1.24. მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში დ. ც. იღებს ვალდებულებას მიმართოს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებს მორიგების პირობების შესრულების ხელშეწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და აღნიშნულის შესახებ მ. ც-ს აცნობოს.
2. მხარეთა მორიგების გამო წინამდებარე შუამდგომლობაზე შეწყდეს წარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის იმავე შუამდგომლობით ხელმეორედ მიმართვა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე