№ას-1502-2018 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – თ.ჭ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს.ბ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი თ.ჭ–ას (შემდეგში მოპასუხის) მიმართ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: ა) 2011 წლის 2 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 1 304.87 აშშ დოლარის, პროცენტის - 167.66 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 131 აშშ დოლარის გადახდა; ბ) საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 16.73 აშშ დოლარის, პროცენტის - 2.15 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1.6 აშშ დოლარის გადახდა;
- დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ..... (ს.კ. ......). დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დასაფარავად, გადახდევინება განხორციელდებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: ა) სს ,,ტ.ბ–ის” საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 425.58 ლარის, პროცენტის - 8.81 ლარის და პირგასამტეხლოს - 8.94 ლარის გადახდა; ბ) სს ,,ს.ბ–ის” ამექს ბარათიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 3 676.65 ლარის, პროცენტის - 447.19 ლარი და პირგასამტეხლოს - 124 ლარის გადახდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარის წარმოდგენა, სათანადო ასლების დართვით და 81,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 234,56 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ამავე განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განუხილველი დარჩებოდა საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, კასატორს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).
12. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, 2018 წლის 27 ნოემბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 28 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 3 დეკემბერს, ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ჭ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე