საქმე №ა-3559-შ-88-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ლ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, მაინცის უბნის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, მაინცის უბნის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, კ. ლ-სა და ნ. ნ-ს შორის 2014 წლის 27 ოქტომბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება #01143006749 შეწყდა განქორწინებით.
2. ნ. ნ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის, მაინცის უბნის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
i მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის შესახებ;
ii წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
iii შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის მასალები მხარეებს ჩაბარდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის შუამდგომლობა გერმანიის, მაინცის უბნის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, მაინცის უბნის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, კ. ლ-სა და ნ. ნ-ს შორის 2014 წლის 27 ოქტომბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება #01143006749 შეწყდა განქორწინებით.
2. ნ. ნ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის, მაინცის უბნის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
i მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის შესახებ;
ii წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
iii შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან გამოვლინდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვებიც, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, მაინცის უბნის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება (რომლითაც 2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს, ქ.თბილისის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული #01143006749 ქორწინება კ.ლ-სა და ნ. ნ-ს შორის შეწყდა განქორწინებით) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ნ-ის შუამდგომლობა გერმანიის, მაინცის უბნის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, მაინცის უბნის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც 2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს, ქ.თბილისის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული #01143006749 ქორწინება კ. ლ-სა და ნ. ნ-ს შორის შეწყდა განქორწინებით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური