Facebook Twitter

საქმე №ა-4444-შ-114-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ნ. ს-ე

დაინტერესებული პირი – კ. გ-ს კ-ს ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. ს-ე აღიარებულ იქნა კ. გ-ს კ-ს ძის შვილად.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ს-ემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

i მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

ii გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;

iii საქმეში წარმოდგენილი პასპორტის მოწმობის ასლის თანახმად, შვილად აყვანილი პირი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატას გადმოეცა დაინტერესებული პირის აპოსტილით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ს-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. ს-ე აღიარებულ იქნა კ. გ-ს კ-ს ძის შვილად.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ს-ემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

i მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

ii გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;

iii საქმეში წარმოდგენილი პასპორტის მოწმობის ასლის თანახმად, შვილად აყვანილი პირი საქართველოს მოქალაქეა.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს (საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ასევე სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის მარეგულირებელ სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს: სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.)

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (რომლითაც ნ. ს-ე აღიარებულ იქნა კ.გ-ს კ-ს ძის შვილად) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს-ე აღიარებულ იქნა კ. გ-ს კ-ს ძის შვილად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური