Facebook Twitter

საქმე №ა-2776-შ-78-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - რ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, რ. შ-სა და მ. შ-ს შორის 2003 წლის 8 დეკემბერს ხემნიცის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო ნომრით 749/2003) გამოცხადდა შეწყვეტილად.

2. რ. შ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

i წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ii რ. შ-ი, რომლის ადგილსამყოფელი გერმანიაში, საქმის განხილვისას, იყო უცნობი, თავად წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს და მას სადავოდ არ გაუხდია საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვის ფაქტი;

iii შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად, რის შესახებაც შეტყობინება მხარეებს ჩაბარდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რ. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, რ. შ-სა და მ. შ-ს შორის 2003 წლის 8 დეკემბერს ხემნიცის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო ნომრით 749/2003) გამოცხადდა შეწყვეტილად.

2. რ. შ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

i წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ii რ. შ-ი, რომლის ადგილსამყოფელი გერმანიაში საქმის განხილვისას იყო უცნობი, თავად წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს და მას სადავოდ არ გაუხდია საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვის ფაქტი;

iii შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება (რომლითაც მ. შ-სა და რ.შ-ს შორის 2013 წლის 8 დეკემბერს ხემნიცის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული #749/2003 ქორწინება შეწყდა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. შ-სა და რ. შ-ს შორის 2013 წლის 8 დეკემბერს ხემნიცის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული #749/2003 ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური