Facebook Twitter

№ა-3877-შ-97-2018 8 იანვარი, 2019 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.დ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.პ. ტ.კ.

განხილვის საგანი – აშშ-ს ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ს ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება თ.დ–ძესა და ნ. პ. ტ.კ–ას შორის. მხარეებმა ერთობლივად გაიყვეს კანონით განსაზღვრული სამეურვეო ვალდებულება არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით.

2. თ.დ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების ქორწინების შეწყვეტის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 03 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ნ.პ. ტ.კ–ას. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ეთანხმება წარმოდგენილ შუამდგომლობას და პრეტენზია არ გააჩნია მის განხილვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. აშშ-ს ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება თ.დ–ძესა და ნ. პ. ტ.კ–ას შორის. ამავე გადაწყვეტილებით მხარეებმა ერთობლივად გაიყვეს კანონით განსაზღვრული სამეურვეო ვალდებულება არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით.

6. შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2014 წლის 13 დეკემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.დ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ-ს ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება თ.დ–ძესა და ნ. პ. ტ. კ–ას შორის.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი