№ა-2578-შ-70-2018 8 იანვარი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –ა.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.კ.
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს სასამართლო რაიონის N117 სასამართლო განყოფილების 2016 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს სასამართლო რაიონის N117 სასამართლო განყოფილების 2016 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა ვ.კ–სა და ა.გ–ძეს შორის 20.02.2013 წელს მოსკოვის ოლქის მმაჩის მთავარი სამმართველოს ორეხოვო-ზუევსკის მმაჩის სამმართველოს მიერ N19 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
2. ა.გ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით ა.გ–ძის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ვ.კ–ს. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს სასამართლო რაიონის N117 სასამართლო განყოფილების 2016 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა ვ.კ–სა და ა.გ–ძეს შორის 20.02.2013 წელს მოსკოვის ოლქის მმაჩის მთავარი სამმართველოს ორეხოვო-ზუევსკის მმაჩის სამმართველოს მიერ N19 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
6. საცნობ გადაწყვეტილებაზე დასმული შტამპით დგინდება, რომ 2016 წლის 05 აგვისტოდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
9. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს სასამართლო რაიონის N117 სასამართლო განყოფილების 2016 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა ვ.კ–სა და ა.გ–ძეს შორის 20.02.2013 წელს მოსკოვის ოლქის მმაჩის მთავარი სამმართველოს ორეხოვო-ზუევსკის მმაჩის სამმართველოს მიერ N19 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი