Facebook Twitter

საქმე №ა-3940-გან-7-2018 2 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ მ. ბ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ.“

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინების განმარტება, მასში უსწორობის გასწორება ან სააღსრულებო ფურცლის გაცემა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ.“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-აძესა და ამხანაგობა „გ. ...-ს“ სს „პ. ბ.“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის - 269 604,44 აშშ დოლარის, პროცენტის - 49 090,61 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 880 აშშ დოლარის გადახდა. თ. გ-ისა და მ. ხ-ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 780 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ. გ-ისა და ლ. ლ-აძის - 400 000 აშშ დოლარი. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი სს „პ. ბ.“ და ამხანაგობა „გ. ...-ის“ თავჯდომარე მ. ხ-ს შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული №8819 და 8819/1 იპოთეკის ხელშეკრულებები ნ. ა-იძის, მ. მ-ის, გ. ზ-იძის, მ. ბ-ისა და ნ. ჩ-აძის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-მა, ნ. გ-მა, ლ. ლ-აძემ, მ. ბ-მა, მ. მ-მა, მ. ზ-მა და სხვებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. გ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „პ. ბ.“ სარჩელი თ. გ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, ნ. გ-ის, ლ. ლ-აძის, მ. ბ-ის, მ. მ-ის, მ. ზ-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სს „პ. ბ.“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მოპასუხეთა უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხეთა უძრავ ქონებას (თბილისი, გ. ქუჩა #..., სართული 4, ბინა .. კორპუსი ..., ფართი 82,70 კვ.მ, ს/კ: 01...... მესაკუთრე მ. ბ-ი. თბილისი, გ.ქუჩა #..., სართული 7, ბინა ..., კორპუსი ... ფართი 83.50 კვ.მ, ს/კ# 01...... მესაკუთრე მ. ბ-ი. თბილისი, გ-ის ქუჩა #.., სართული 10, ბინა ... (მანსარდა), მე-... კორპუსი, ფართი 127,69 კვ.მ, ს/კ# 01.... მესაკუთრე მ. ბ-ი. თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 3, ბინა ..., კორპუსი .., ფართი 57.30 კვ.მ, ს/კ# 01..... მესაკუთრე მ.ბ-ი, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 4, ბინა ..., კორპუსი .... ფართი 54,70 კვ.მ ს/კ# 01..... მესაკუთრე ი. ხ-ი, თბილისი, გ-ის ქუჩა #...-34, გ-ის მე-2 გას.#.... სართული 7, ბინა ..., მე-...კორპუსი (მანსარდა), ფართი 105.90 კვ.მ. ს/კ# 01....7 მესაკუთრე ზ. მ-იძე, თბილისი, გ-ის ქუჩა #., სართული 4, ბინა ..., მე-... კორპუსი, ფართი 73.63 კვ.მ ს/კ# 01..... მესაკუთრე გ. ზ-იძე, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 3, ბინა ..., კორპუსი .... ფართი 41.30 კვ.მ ს/კ# 01..... მესაკუთრე მ. ბ-ია, თბილისი, ყ-ის ქუჩა #.., (ნაკვეთი #7/12), სართული 2, ბინა ..., ფართი 17.13 კვ.მ ს/კ# 01.... მესაკუთრე ვ. ბ-ია, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 6, ბინა ..., კორპუსი .... ფართი 150.90 კვ.მ ს/კ# 01.15... მესაკუთრე ვ. ბოკერია, თბილისი, გ-ის ქუჩა #...-..., გ-ის მეორე გას.#..., სართული 2, ბინა .., კორპუსი ... ფართი 76.40 კვ.მ ს/კ# 01.15.... მესაკუთრე ს. ო-ვი, თბილისი, გ-ის ქუჩა #..-..., გ-ის მეორე გას#.., სართული 6, ბინა .., მე-... კორპუსი, ფართი 116.90 კვ.მ ს/კ# 01.15..... მესაკუთრე მ. ბ-ი, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 2, ბინა ..., კორპუსი .... ფართი 43.50 კვ.მ ს/კ# 01.15...., თბილისი, კ-იძის ქუჩა #..., სადარბაზო 1, ფართი 21.65 კვ.მ ს/კ# 01.15.... მესაკუთრე ნ... გ-იძე, რაიონი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, თ. მ.. ქუჩა #.., დაზუსტებული ფართობი 723.00 კვ.მ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336.8 კვ.მ ს/კ# ..., მესაკუთრე ნ. გ-იძე, თბილისი, ქ.წ. გამზირი/ბ. ქ#../..., სადარბაზო 3, ბინა .., სართული 11-12, ბლოგი „გ“, ფართი 215.00 კვ.მ ს/კ# 01...., მესაკუთრე ნ. ჩ-ანი, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., (მშენებარე), სართული 4, ბინა .., კორპუსი .., ფართი 93.60 კვ.მ ს/კ# 01.15.... მესაკუთრე ნ. ჩ-აძე). აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრეს მ. ბ-მა, ი. ხ-მა, ზ. მ-იძემ, გ. ზ-იძემ, მ. ბ-იამ, ვ. ბ-იამ, ს. ო-ვამ, ა. ნ-მა, ნ. ჩ-ანმა და ნ. ჩ-აძემ, ასევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხრეთა მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინებით, ნ. გ-იძის, მ. ბ-ის, ი. ხ-ის, გ. ზ-იძის, მ. ბ-იას, ვ. ბ-იას, ს. ო-ის, ა. ნ-ის, ნ. ჩ-ისა და ნ. ჩ-ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება მ. ბ-იას, ა. ნ-ისა და ნ. გ-ძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში და ყადაღისაგან გათავისუფლდა: ქ.თბილისში, ყ. ქუჩა #...-ში (ნაკვეთი #7/12), მეორე სართულზე მდებარე 17,13 კვ.მ მე-... ბინა ს/კ# 01.15..... ქ.თბილისში, კ. ქ#18-ში, პირველი სადარბაზოში მდებარე 21,65 კვ.მ ფართი, ს/კ# 01.15....; ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, თ. მ. ქ#1-ში (დაზუსტებული ფართობი 723,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336,8 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება, ს/კ# 64....; ქ.თბილისში, ქ.წ. გამზირი/ბ. ქ#.../...-ში, მესამე სადარბაზოში, 11-12 სართულზე მდებარე 56-ე ბინა (ბლოგი „გ“, ფართი 215,00 კვ.მ) ს/კ# 01..... დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრისა და 6 დეკემბრის განჩინებები დარჩა უცვლელად.

ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით კი, ნ. გ-ის, იბა „გ. ...-ისა“ და სს „პ. ბ.“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ბ-იამ და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინების აღსრულებისას წარმოიშვა პრობლემა, რადგანაც, გარდა ნ. გ-ძისა, სხვა მხარეთა მიმართ ვერ მოხდა ყადაღის გაუქმება. საკასაციო სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სწორად მიუთითა უძრავ ქონებათა საკადასტრო კოდები, მაგრამ არ არის მითითებული სუბიექტის სახელი და გვარი, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაში უსწორობის გასწორება, თუკი ეს პროცესუალურად შეუძლებელი აღმოჩნდება, მან ითხოვა განჩინების განმარტება ან ა. ნ-ის, მ. ბ-იას, ვ. ბ-იასა და ნ. ჩ-ნის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გამოცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. განჩინების განმარტებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული ნორმა სამართლიანი სასამართლოს პრინციპის პრაქტიკულ რეალიზაციას წარმოადგენს და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, განმარტოს გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება სასამართლო აქტით დადასტურებული უფლების სწორი რეალიზაციის წინაპირობები. კონვენციური სამართლის თანახმად, აღსრულების უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებული იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 (§1) მუხლის გაგებით (იხ. Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II). მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni, 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, no 40765/02).

1.2. განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს განჩინების განმარტებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ იმ უძრავ ქონებებზე, რომლებიც სს „პ. ბ.“ სასარგებლოდ არ იყო იპოთეკით დატვირთული, გაუქმდეს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა.

1.3. საკასაციო სასამართლო, 2014 წლის 7 მარტის განჩინების სამოტივაციო ნაწილის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ განჩინების განმარტების საფუძველი, რამდენადაც მასში საკმარისი სიცხადითაა გადმოცემული სასამართლოს მიერ მოხმობილი ის ფაქტები და სამართლებრივი შეფასებანი, რომლებიც განჩინების სარეზოლუციო ნაწილს ასაბუთებენ და ამართლებენ, შესაბამისად, ამ ნაწილში განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების დასაბუთება:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის აუცილებლობა.

2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა მხარეთა საჩივარი, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ... ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ შემთხვევაში [სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებისას], წინდაწინ იქმნება იმის ვარაუდი, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. მხარეები თავისუფალი არიან უზრუნველყოფის ღონისძიების არჩევაში, ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმა მოვალესა და კრედიტორს საშუალებას აძლევს, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზეც მიაქციოს და სრულად დაიკმაყოფილოს იგი, რა დროსაც სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, იპოთეკის №8819 და №8819/1 ხელშეკრულებებით დგინდება, რომ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „გ. ....-ის“ საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, გ. ქუჩა #...-ში, გ. ქუჩა #..-...-ში მდებარე უძრავი ქონება. 2007 წლის 18 ივნისისა და 2008 წლის 17 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებით. აღნიშნულის საპირისპირო შეთანხმებას ვერც ზემოდასახელებულ იპოთეკის ხელშეკრულებებში ვხვდებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იპოთეკის ხელშეკრულებებში მითითებული ქონებით, რომელიც არ მოიცავს ქ.თბილისში, ყ. ქ#...-ში, კ. ქუჩა #...-ში, ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში თ. მ. ქუჩა #...-სა და ქ.თბილისში, ქ.წ. გამზირი/ბ. ქ.#../...-ში მდებარე უძრავ ქონებებს. აღნიშნული მსჯელობის საპირისპიროდ, ზემოხსენებულ განჩინებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმებულიყო მ. ბ-იას, ა. ნ-ისა და ნ. გ-იძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში და ყადაღისაგან გათავისუფლებულიყო შემდეგი უძრავი ქონებები:

- ქ.თბილისში, ყ. ქუჩა #...-ში (ნაკვეთი #7/12), მეორე სართულზე მდებარე 17,13 კვ.მ მე-3 ბინა საკადასტრო კოდი: 01.15.....;

- ქ.თბილისში, კ. ქუჩა #...-ში, პირველი სადარბაზოში მდებარე 21,65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი: 01.15...;

- ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, თ. მ. ქუჩა #...-ში (დაზუსტებული ფართობი 723,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336,8 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: 64....;

- ქ.თბილისში, ქ.წ. გამზირი/ბ. ქ.#.../...-ში, მესამე სადარბაზოში, 11-12 სართულზე მდებარე 56-ე ბინა (ბლოგი „გ“, ფართი 215,00 კვ.მ) საკადასტრო კოდი: 01....

2.3. საკასაციო პალატა საქმის მასალების, ყადაღისაგან გათავისუფლებული უძრავი ქონების თაობაზე საჯარო რეესტრის ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციისა და თავად განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განჩინებაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რამდენადაც ქ.თბილისში, ყ. ქუჩა #...-ში (ნაკვეთი #7/12), მეორე სართულზე მდებარე 17,13 კვ.მ მე-... ბინა საკადასტრო კოდი: 01.15.... ეკუთვნის ვ. ბ-იას (პ/#0...); ქ.თბილისში, კ. ქუჩა #..-ში, პირველი სადარბაზოში მდებარე 21,65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი: 01.15.... და ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, თ. მ. ქუჩა #...-ში (დაზუსტებული ფართობი 723,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336,8 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: 64.... ეკუთვნის ნ. გ-იძეს (პ/#0..., შენიშვნა: #64.... უძრავი ქონება ამჟამად გასხვისებულია შპს „ნ. ბ.“), ხოლო ქ.თბილისში, ქ.წ. გამზირი/ბ. ქ.#.../...-ში, მესამე სადარბაზოში, 11-12 სართულზე მდებარე 56-ე ბინა (ბლოგი „გ“, ფართი 215,00 კვ.მ) საკადასტრო კოდი: 01..... ეკუთვნის ნ. ჩ-ანს (პ/#01...). რაც შეეხება მ. ბ-იას მითხოვნას მისი კუთვნილი ქონების (მდებარე ქ.თბილისში, გ. ქ#...-ში ს/კ #01....) ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ იგი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სს „პ. ბ.“ სასარგებლოდაა იმ იპოთეკით დატვირთული, რომელიც წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს და ჯერ კიდევ სასამართლოებში იხილება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, ხოლო ა. ნ-ის უძრავი ქონება (მდებარე ქ.თბილისში, გ. ქ#...-ში, ს/კ #01....), მართალია, უშუალოდ არ არის დატვირთული იპოთეკით, თუმცა, ქონება ამ ეტაპზეც მშენებარე სტატუსის მატარებელია, რაც, სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კვლავ ამხანაგობის მონაწილეთა თანასაკუთრებად მიიჩნევა და ამხანაგობის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საგნად შეიძლება იქნას განხილული. რაც უფრო მთავარია, საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განჩინებით, ეს ქონება არ მიუჩნევია არასწორად დაყადაღებულად და წინამდებარე განჩინების ფარგლებში საკასაციო სასამართლო ყადაღისაგან მისი გათავისუფლების საკითხზე ვერ იმსჯელებს.

3. სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის დასაბუთება:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 20.2. მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი განცხადება წარმოდგენილია მ. ბ-იას მიერ. ამასთანავე, აღინიშნა, რომ მის კუთვნილ ქონებაზე საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განჩინებით არ გაუუქმებია ყადაღა, შესაბამისად, მ.ბ-ია არ წარმოადგენს ხსენებული განჩინებით გათვალისწინებულ კრედიტორს, რაც შეეხება ნ. გ-იძეს, როგორც განცხადებაშია განმარტებული, მან გააუქმა მის საკუთრებაზე რეგისტრირებული იპოთეკა, ხოლო ვ. ბ-იას მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების დასაცავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად მ. ბ-იას სახელზე გაცემული მინდობილობა ამ უკანასკნელს სასამართლოში არ წარმოუდგენია, ამდენად, განმცხადებელს არ გააჩნია საკასაციო პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის უფლება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ვ. ბ-იას არ ჰქონდეს სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის მომართვის უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-იას განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალაქტის 2014 წლის 7 მარტის #ას-1223-1168-2013 განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა:

2.1. განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული (მე-7 გვ. ბოლო აბზაცი): „სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული მ. ბ-იას, ა. ნ-ისა და ნ. გუ-იძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ... ყადაღის დადება“ შეიცავლოს „სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული ვ. ბ-იას, ნ. ჩ-ისა და ნ. გ-იძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ... ყადაღის დადება“;

2.2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული: „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება მ. ბ-იას, ა. ნ-ისა და ნ. გ-იძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში“ შეიცავლოს „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება ვ. ბ-იას, ნ. ჩ-ისა და ნ. გ-იძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში-თ“.

3. დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

პ. ქათამაძე