საქმე №ა-1726-შ-40-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. ბ–ი (რ-ე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. რ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ემენდინგენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, ემენდინგენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ. რ-ესა (ბ–ი) და ა. რ-ეს შორის 2013 წლის 5 ივნისს ემენდინგენის მმაჩის ბიუროში გაფორმებული ქორწინება გაუქმდა.
2. მ. ბ–მა (რ----ემ) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, გერმანიის, ემენდინგენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით;
3.2. მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
3.3. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საქართველოს უზნაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. ხსენებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები, თუმცა მას სასამართლოსათვის არ მოუმართავს და არც შუამდგომლობის დაკმაყოფილების გამომრიცხველ რაიმე გარემოებაზე მიუთითებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ბ–ის (რ----ეს) შუამდგომლობა გერმანიის, ემენდინგენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, ემენდინგენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. რ-ესა (ბ–ი) და ა. რ-ეს შორის 2013 წლის 5 ივნისს ემენდინგენის მმაჩის ბიუროში გაფორმებული ქორწინება გაუქმდა.
2. მ. ბ–მა (რ-ემ) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, გერმანიის, ემენდინგენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით;
3.2. მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
3.3. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ემენდინგენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება (იმ ნაწილში, რომლითაც ემენდინგენის მმაჩის ბიუროში 2013 წლის 5 ივნისს მ. ბ–სა (ქორწინების შემდგომი გვარი რ-ე) და ა. რ-ეს შორის გაფორმებული ქორწინება (რეგ. # ე 30/2013) გაუქმდა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ–ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე გერმანიის, ემენდინგენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ემენდინგენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ემენდინგენის მმაჩის ბიუროში 2013 წლის 5 ივნისს მ. ბ–სა (ქორწინების შემდგომი გვარი რ-ე) და ა. რ-ეს შორის გაფორმებული ქორწინება (რეგ. # ე 30/2013) გაუქმდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი