საქმე №ა-2262-შ-55-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ბ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ-ი (შ-ი)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ბ. ს-ესა და მოპასუხე ლ. ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბ. ს-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;
ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) ბ.ს-ის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
დ) დროებითი ბინადრომის მოწმობის ასლის თანახმად, ბ. ს-ეს აქვს საცხოვრისი საქართველოში;
ე) საქმეში წარმოდგენილია ასევე აპოსტილით დამოწმებული ლ. ჯ-ის წერილიც, რომლის თანახმადაც, მისთვის ცნობილია განსახილველ საკითხზე საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ და მას, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, პრეტენზია არ გააჩნია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ბ. ს-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. ს-ესა და მოპასუხე ლ. ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბ. ს-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;
ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) ბ.ს-ის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
დ) დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლის თანახმად, ბ. ს-ეს გააჩნია საცხოვრისი საქართველოში;
ე) საქმეში წარმოდგენილია ასევე აპოსტილით დამოწმებული ლ. ჯ-ის წერილი, რომლის თანახმადაც მისთვის ცნობილია განსახილველ საკითხზე საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ და მას, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, პრეტენზია არ გააჩნია.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვებიც, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ- იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება (რომლითაც მოსარჩელე ბ. ს-ესა და მოპასუხე ლ. ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ს-ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ბ. ს-ესა და მოპასუხე ლ. ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი