Facebook Twitter

საქმე №ა-3967-შ-107-2017 19 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ჯ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ო-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ო-სა და ფ. ო-ს შორის 2003 წლის 22 აგვისტოს ჰალეს (ზაალეს) მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

2. ჯ. ო-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2011 წლის 24 თებერვალს;

3.3. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ო-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საქმის მასალებში მოიპოვება ფ. ო-ის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, საიდაც ირკვევა, რომ მისთვის ცნობილია გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიოტორიაზე ცნობის საკითხის განხილვის შესახებ და არავითარ პრეტენზიას არ გამოთქვამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ჯ. ო-ის შუამდგომლობა გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ო-სა და ფ. ო-ს შორის 2003 წლის 22 აგვისტოს ჰალეს (ზაალეს) მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

2. ჯ. ო-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2011 წლის 24 თებერვალს;

3.3. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ო-სა და ფ. ო-ს შორის 2003 წლის 22 აგვისტოს ჰალეს (ზაალეს) მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ო-ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ჰალეს (ზაალეს) პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ჯ. ო-სა და ფ. ო-ს შორის 2003 წლის 22 აგვისტოს ქ.ჰალეს (ზაალეს) მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო #477/2003) გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი