Facebook Twitter

საქმე №ა-5243-შ-138-2017 19 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - შ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, პოსტდამის რაიონული (საოჯახო) სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, პოსტდამის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ესა და ნ. მ-ას შორის 2014 წლის 8 აგვისტოს ზონდერბორგის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამასთან, ნ. მ-ამ აიღო ერთადერთი მშობლის ზრუნვა ბავშვზე - ს. მ–ზე.

2. შ. ბ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განქორწინების ნაწილში, გერმანიის, პოსტდამის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1 საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, მოპასუხეს წარმოადგენდა შ. ბ-ე და მას სადაოდ არ გაუხდია გადაწყვეტილების მიღებისას საპროცესო წესების დარღვევა;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2017 წლის 13 სექტემბერს;

3.2. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შ. ბ-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის განჩინება საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც წერილობითი მოსაზრება სასამართლოში არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შ. ბ-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, პოსტდამის რაიონული (საოჯახო) სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის, პოსტდამის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ესა და ნ. მ-ას შორის 2014 წლის 8 აგვისტოს ზონდერბორგის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამასთან, ნ. მ-ამ აიღო ერთადერთი მშობლის ზრუნვა ბავშვზე - ს. მ–ზე.

2. შ. ბ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განქორწინების ნაწილში, გერმანიის, პოსტდამის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1 საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, მოპასუხეს წარმოადგენდა შ. ბ-ე და მას სადაოდ არ გაუხდია გადაწყვეტილების მიღებისას საპროცესო წესების დარღვევა;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2017 წლის 13 სექტემბერს;

3.3. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, პოსტდამის რაიონული (საოჯახო) სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში, რომლითაც შ. ბ-ესა და ნ. მ-ას შორის 2014 წლის 8 აგვისტოს ზონდერბორგის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ბ-ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე გერმანიის, პოსტდამის რაიონული (საოჯახო) სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, პოსტდამის რაიონული (საოჯახო) სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. მ-ასა და შ. ბ-ეს შორის 2014 წლის 8 აგვისტოს ზონდერბორგის მმაჩის ბიუროში გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის #9407) შეწყდა მეუღლეთა განქორწინებით.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი