Facebook Twitter

№ა-2701-შ-75-2018 8 იანვარი, 2019 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ბ-დ

მოწინააღმდეგე მხარე – თ.დ.

განხილვის საგანი – საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთს რესპუბლიკის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ე.ნ. ასულ ბ.-დ–სა და თ.პ. ძე დ–ს შორის 11.08.2008 წელს საქართველოში, ნაძალადევის რაიონში რეგისტრირებული ქორწინება.

2. ე.ბ-დ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით ე.ბ-დ–ს შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ე.ნ. ასულ ბ-დ–სა და თ.პ. ძე დ–ას შორის 11.08.2008 წელს საქართველოში, ნაძალადევის რაიონში რეგისტრირებული ქორწინება

6. შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2012 წლის 30 ივლისიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ბ.-დ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ე.ნ. ასულ ბ-დ–სა და თ. პ. ძე დ–ს შორის 11.08.2008 წელს საქართველოში, ნაძალადევის რაიონში რეგისტრირებული ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი