Facebook Twitter

№ა-4487-შ-116-2018 8 იანვარი, 2019 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.მ.

მოწინააღმდეგე მხარე – შ.მ.

განხილვის საგანი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაგენოვის პირველი ინსტანციის სასამართლოს 24.07.2012 წლის განქორწინების გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაგენოვის პირველი ინსტანციის სასამართლოს 24.07.2012 წლის გადაწყვეტილებით შეწყდა მ.მ–სა და შ.მ–ს შორის 06.01.2005 წელს ლოგუმის ეკლესიაში, როდუსის (დანია) მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით ....

2. მ.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ჰაგენოვის პირველი ინსტანციის სასამართლოს 24.07.2012 წლის განქორწინების გადაწყვეტილებით შეწყდა მ.მ–სა და შ.მ–ს შორის 06.01.2005 წელს ლოგუმის ეკლესიაში, როდუსის (დანია) მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით .....

6. შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2012 წლის 24 ივლისიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაგენოვის პირველი ინსტანციის სასამართლოს 24.07.2012 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა მ.მ–სა და შ.მ–ს შორის 06.01.2005 წელს ლოგუმის ეკლესიაში, როდუსის (დანია) მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით ....

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი