Facebook Twitter

საქმე №ა-5636-შ-140-2018 17 იანვარი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო.შ.

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჰ.შ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ფრაიბურგ ბრაისგაუს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება (#52 F 2358/15)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ფრაიბურგ ბრაისგაუს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ო.შ–სა და ლ.ჰ.შ–ს შორის 2011 წლის 23 მაისს საქართველოში, გლდანი-ნაძალადევის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის წინაშე მეუღლეთა მონაწილეობით შემდგარი ქორწინება შეწყდა.

2. ო.შ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ფრაიბურგ ბრაისგაუს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 10 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. გერმანიის ფრაიბურგ ბრაისგაუს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ო.შ–სა და ლ.ჰ.შ–ს შორის 2011 წლის 23 მაისს საქართველოში, გლდანი-ნაძალადევის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის წინაშე მეუღლეთა მონაწილეობით შემდგარი ქორწინება შეწყდა.

5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 10 ნოემბერს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფრაიბურგ ბრაისგაუს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.შ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფრაიბურგ ბრაისგაუს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - ო.შ–სა და ლ.ჰ.შ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი