¹ბს-1304-133-კს-04 28 დეკემბერი, 2004 წ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ პროკურატურის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა პროკურატურის მიერ 2004წ. 26 აგვისტოს შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ჯ. გ-ის, გ. დ-ის და გ. დ-ის ქონებაზე ყადაღის დადება იმ მოტივით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი გახდებოდა მისი აღსრულება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 16 სექტემბრის ¹3-64 განჩინებით, სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყადაღა დაედო მოპასუხეების შემდეგ ქონებას:
1) ჯ. გ-ის ქონებას, კერძოდ:
ა) საცხოვრებელ სახლს 1 ჰა მიწის ნაკვეთით, მდებარეს ქედის რ-ნის სოფ. ...;
ბ) დასასვენებელ სახლს ხულოს რ-ნის კურორტ ბეშუმში;
გ) ორსართულიან საცხოვრებელ სახლს 0,07 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მდებარეს ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. ...;
დ) 0,11 კვ.მ მიწის ნაკვთს, მდებარეს ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. ...;
ე) ავტომანქანა “უაზ 2469-ს”;
ვ) მშენებარე წვენების მიკროქარხანას, მდებარეს ქედის რაიონი სოფ. ...;
2. გ. დ-ის მიწის ნაკვეთს, მდებარეს ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. .. მეურნეობის ტერიტორიაზე;
3. გ. დ-ის საცხოვრებელ სახლს კომერციული ფართით 164 კვ.მ, მდებარეს ქ. ბათუმში, ... ¹33-ში.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-ემ, რომელმაც კერძო საჩივარში მიუთითა, რომ ... ქ. ¹33-ში მდებარე სახლი ეკუთვნის მას, რასაც ადასტურებს ყველა შესაბამისი დოკუმენტაციით. სახლს არანაირი შეხება არა აქვს ჯ. გ-თან, რის გამოც უკანონოდ მიიჩნევს სახლზე ყადაღის დადებას, ითხოვს ამ უკანასკნ.ს ყადაღისაგან გათავისუფლებას და გასაჩივრებული განჩინების მითითებულ ნაწილში გაუქმებას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 5 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა სააქრთველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი მოპასუხეების _ ჯ. გ-ის, გ. და გ. დ-ების მიმართ დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით.
კერძო საჩივრის ავტორი გ. დ-ე მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუძველზე მიჩნეულია ჯ. გ-ის ახლო ნათესავად, დასახელებულია მოპასუხედ და ამავე კოდექსის 216-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე მოთხოვნილია მისი, როგორც ჯ. გ-ის ახლო ნათესავის, ქონების უკანონოდ ცნობა.
სსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
გამომდინარე იქიდან, რომ კერძო საჩივრის ავტორი აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი დასახელებულია მოპასუხედ, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მისი, როგორც მოპასუხის ქონების დაყადაღებას და თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინების მიღებისას არ დაურღვევია სსკ-ის ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება სარჩელთან მისი კავშირის არარსებობის თაობაზე, ხოლო, რაც შეეხება იმას, რამდენად მართებულად მოხდა მისი მოპასუხედ დასახელება, წარმოადგენს საქმის არსებითად განხილვის საგანს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.