Facebook Twitter

საქმე №ა-4548-შ-117-2018 18 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის და 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებები

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ბ-სა და ს. ბ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ბ-ს დაუბრუნდა მისი გვარი ქორწინებამდე – ვ-ე.

ე. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 24 ივლისს, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება – 2018 წლის 19 ივნისს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ე. ბ-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ე. ბ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ბ-სა და ს. ბ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ბ-ს დაუბრუნდა მისი გვარი ქორწინებამდე – ვ-ე.

თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 24 ივლისს, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება – 2018 წლის 19 ივნისს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ე. ბ-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებები ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ბ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას I საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ბ-სა და ს. ბ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ბ-ს დაუბრუნდა მისი გვარი ქორწინებამდე – ვ-ე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე