Facebook Twitter

საქმე №ა-5622-შ-139-2018 18 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ. ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ო-–-- ჩ---------ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ო. ჩ-ასა და ლ. ბ–ს შორის 2014 წლის 14 ნოემბერს ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი 1-...) შეწყდა.

ლ. ბ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 29 მაისს, შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ლ. ბ–ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ლ. ბ–ის შუამდგომლობა უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ. ბ–ის შუამდგომლობა უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ო. ჩ-ასა და ლ. ბ–ს შორის 2014 წლის 14 ნოემბერს ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი 1---) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 29 მაისს, შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ლ. ბ–ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ–ის შუამდგომლობა უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ო. ჩ-ასა და ლ. ბ–ს შორის 2014 წლის 14 ნოემბერს ქ.დნეპროპეტროვსკის კრასნოგვარდეისკის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი 1---) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე