საქმე №ას-2-2019 30 იანვარი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქმეზე _ შპს „ა. მ.“ სარჩელის გამო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, ასევე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელის გამო, შპს „ა. მ.“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა. მ.“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტს შპს „ა. მ.“ სასარგებლოდ დაეკისრა 12 660,76 და 459,80 ლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, მასვე შპს „ა. მ.“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 393,62 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის შპს „ა. მ.“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს _ 459,8 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. შპს „ა. მ.“ სარჩელი ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტს შპს „ა. მ.“ სასარგებლოდ დაეკისრა 379,82 ლარის გადახდა, ხოლო, შპს „ა. მ.“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 18,39 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმება.
საქმის მომზადების ეტაპზე საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა, წარმოადგინა მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება და იშუამდგომლა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. წარმოდგენილი მორიგების აქტი ხელმოწერილია, ერთი მხრივ, ჭითურის მუნიციალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის (იხ. 29.01.2019წ. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მერის მოვალეობის შესრულების დაკისრებაზე), ხოლო, მეორე მხრივ, შპს „ა. მ.“ დირექტორ ლ. ლ-ის მიერ (რომელიც, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანიის 100%-იანი დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორია, ხოლო უფლებამოსილების შეზღუდვა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში არ ფიქსირდება). სატელეფონო გასაუბრების აქტების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ეთანხმებიან მორიგების პირობებს და სურთ მისი სასამართლოს მხრიდან დამტკიცება, ასევე, დაადასტურეს, რომ მორიგების აქტის შედგენის თარიღი 2019 წლის 18 იანვარია, ხოლო აქტის პირველ და მე-2 პუნქტბში სიტყვიერად მითითებული თორმეტი ათასის ნაცვლად, უნდა იყოს თორმეტი ათას ექსვსას სამოცი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი. გარდა ამისა, მხარეებმა გამოავლინეს ნება, რომ თანხის გადახდის ვადა განსაზღვრულიყო მორიგების დამტკიცებიდან ერთი თვით.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტის თანახმად, ჭიათურის მუნიციაპლიტეტის მერის (ს/კ 2...) მოვალეობის შემსრულებელი გ. მ-ძე (შემდგომში _ „მოსარჩელე“) და, მეორე მხრივ, შპს „ა. მ.“ (ს/კ 4...), წარმოდგენილი უფლებამოსილი პირის _ ლ. ლ-ის მიერ (შემდგოში _ „მოპასუხე“), ორივე ერთად მოხსენიებული „მხარეებად“ (ხოლო, ხალ-ცალკე „მხარედ“) #100210018002353054 #2ბ/817 საქმეზე მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში ითვალისწინებენ რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 83-ე მუხლის პირველი ნაწილის, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, აფორმებენ წინამდებარე მორიგების აქტს შემდეგზე:
1. წინამდებარე დოკუმენტზე (მორიგების აქტზე) ხელის მოწერით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს, რომ შპს „ა. მ.“ მიმართ ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა 2017 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული #257 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა 12 660,76 (თორმეტი ათას ექვსას სამოცი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, ასევე, ჭიათურის მუნიციაპლიტეტის მერიას დაეკისრა შპს „ა. მ.“ სასარგებლოდ 379,82 (სამას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა;
2. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „ა. მ.“ გადახდილი უნდა იქნას ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციაპიტეტის მერიის მიმართ დაკისრებული 12 660,76 (თორმეტი ათას ექვსას სამოცი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი;
3. შპს „ა. მ.“ უარს აცხადებს ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკისრებულ 379,82 (სამას სამოცდაცხრამეტი ლარისა და 82 თეთრის) ლარის შპს „ა. მ.“ სასარგებლოდ გადახდაზე;
4. მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას _ 12 660,76 ლარს (თორმეტი ათას ექვსას სამოცი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია გადაიხდის არა უგვიანეს მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვისა.
5. მოპასუხისთვის (შპს „ა. მ.“) წინამდებარე აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (მოიაზრება მოსარჩელის _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მორიგების აქტის მეორე პუნქტში მითითებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევა), მოპასუხე (შპს „ა. მ.“) უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და მისი სააღსრულებო ბიუროში წარდგენით განახორციელოს მოსარჩელის (ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის) მიმართ იძულებითი აღსრულება. ამასთან, იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, მოპასუხის (შპს „ა. მ.“) მიერ აღსრულება მიექცევა 2018 წლის 6 ნოემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით;
6. მოპასუხე აცხადებს, რომ მოვალის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტში მითითებული თანხის _ 12 660,76 ლარის გადახდის შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ ამავე მორიგების აქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში რაიმე მოთხოვნა ფულადი ვალდებულების გადახდის თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არ ექნება;
7. მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, გადახდილი თანხის შესახებ შეატყობინოს მოპასუხე მხარეს ელექტრონულ ფოსტაზე: liparteliani_lasha@yahoo.com გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გაგზავნის გზით;
8. მოსარჩელე მხარის მიერ მორიგების აქტის მე-2 პუნქტში მითითებული თანხა გადახდილ უნდა იქნას შპს „ა. მ.“ საბანკო ანგარიშებზე: ა/ა: GE42TB7229236080100003; სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22;
9. წინამდებარე მორიგების აქტი ძალაშია მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან და ცნობისათვის წარედგინება უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდება, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, კასატორ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ 2..., შემდგომში _ მოსარჩელე) და, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე შპს „ა. მ.“ (ს/კ 4..., შემდგომში _ მოპაუხე) შორის შემდეგი პირობებით:
ა) წინამდებარე დოკუმენტზე (მორიგების აქტზე) ხელის მოწერით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს, რომ შპს „ა. მ.“ მიმართ ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა 2017 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული #257 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა 12 660,76 (თორმეტი ათას ექვსას სამოცი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, ასევე, ჭიათურის მუნიციაპლიტეტის მერიას დაეკისრა შპს „ა. მ.“ სასარგებლოდ 379,82 (სამას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა;
ბ) წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „ა. მ.“ გადახდილი უნდა იქნას ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციაპიტეტის მერიის მიმართ დაკისრებული 12 660,76 (თორმეტი ათას ექვსას სამოცი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი;
გ) შპს „ა. მ.“ უარს აცხადებს ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკისრებულ 379,82 (სამას სამოცდაცხრამეტი ლარისა და 82 თეთრის) ლარის შპს „ა. მ.“ სასარგებლოდ გადახდაზე;
დ) მორიგების აქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას _ 12 660,76 ლარს (თორმეტი ათას ექვსას სამოცი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია გადაიხდის არა უგვიანეს მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვისა.
ე) მოპასუხისთვის (შპს „ა. მ.“) წინამდებარე აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (მოიაზრება მოსარჩელის _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მორიგების აქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევა), მოპასუხე (შპს „ა. მ.“) უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და მისი სააღსრულებო ბიუროში წარდგენით განახორციელოს მოსარჩელის (ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის) მიმართ იძულებითი აღსრულება. ამასთან, იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, მოპასუხის (შპს „ა. მ.“) მიერ აღსრულება მიექცევა 2018 წლის 6 ნოემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ვ) მოპასუხე აცხადებს, რომ მოვალის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის _ 12 660,76 ლარის გადახდის შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ ამავე მორიგების აქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში რაიმე მოთხოვნა ფულადი ვალდებულების გადახდის თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არ ექნება;
ზ) მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, გადახდილი თანხის შესახებ შეატყობინოს მოპასუხე მხარეს ელექტრონულ ფოსტაზე: liparteliani_lasha@yahoo.com გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გაგზავნის გზით;
თ) მოსარჩელე მხარის მიერ მორიგების აქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული თანხა გადახდილ უნდა იქნას შპს „ა. მ.“ საბანკო ანგარიშებზე: ა/ა: GE42TB7229236080100003; სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22;
ი) წინამდებარე მორიგების აქტი ძალაშია მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „ა. მ.“ სარჩელის გამო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, ასევე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელის გამო, შპს „ა. მ.“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური