საქმე №ას-1859-2018 11 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ს. მ–ი, ე. დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ყ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. ყ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ს. მ–ისა და ე. დ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
ს. მ–მა და ე. დ–მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასმართლოს დ. ყ–ის მიმართ და მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ყ–ის სარჩელი ს. მ–ის უკანონო მფლობელობიდან ქ-ში, ც-ის ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 0-, გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ს. მ–ისა და ე. დ–ი შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი დ. ყ-ის (მყიდველი), ე. დ–ს (გამყიდველი) და ს. მ–ს (გამყიდველი) შორის 2013 წლის 31 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ-ში, ც-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს/კ 0-- და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ს. მ–ისა და ე. დ–ის სახელზე საკუთრების უფლებით. დ. ყ–ის (მყიდველი), ე. დ–ს (გამყიდველი)
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ყ–მა მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ყ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ყ–ის სარჩელი ს. მ–ის უკანონო მფლობელობიდან ქ-ში, ც-ის ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 0--, გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ს. მ–ისა და ე. დ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი, ერთის მხრივ, დ. ყ–ს (მყიდველი) და, მეორე მხრივ, ე. დ–ს (გამყიდველი) და ს. მ–ს (გამყიდველი) შორის 2013 წლის 31 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ-ში, ც-ის ქ. №---ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს/კ 0- და აღნიშნული ქონება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა ს. მ–ის და ე. დ–ის სახელზე საკუთრების უფლებით; ერთი მხრივ, დ. ყ–ს (მყიდველი) და, მეორე მხრივ, ე. დ–ს (გამყიდველი) და ს. მ–ს (გამყიდველი) შორის 2013 წლის 31 ივლისს დადებული ხელშეკრულება ცნობილ იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებად: გამსესხებელი და იპოთეკარი დ. ყ–ი, მსესხებლები და უძრავი ქონების მესაკუთრეები ე. დ–ი და ს. მ–ი. ერთი მხრივ, დ. ყ–ს (მყიდველი) და მეორე მხრივ, ე. დ–ს (გამყიდველი) და ს. მ–ს (გამყიდველი) შორის 2013 წლის 31 ივლისს 95095,25 აშშ დოლარის ოდენობით დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დ. ყ–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ-ში, ც-ის ქ. №-ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 0--. და დარეგისტრირდ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ–მა, ე. დ–მა მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება, კანონით დადგენილი წესით, კასატორებს ჩაბარდათ 2018 წლის 19 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. დ–ისა და ე. დ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინების ასლი კასატორებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე და ს. მ–ის ოჯახის წევრს – ლ. ჟ-ას (მეუღლე) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2018 წლის 19 დეკემბერს (იხ. ს.ფ.348). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 20 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 24 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. მ–ისა და ე. დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი