საქმე №ა-2663-შ-73-2018 5 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ტ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილებით თ. ტ–სა და მ. პ-ს შორის ტონდერის (დანია) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 29 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების სააქტო ჩანაწერის ნომრით …, შეწყდა.
2. თ. ტ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით ირკვევა, რომ თ. ტ–ი საქართველოს მოქალაქეა.
4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით თ. ტ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2018 წლის 4 ივლისს და ჩაბარდა 2018 წლის 11 ივლისს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ტ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილებით თ. ტ–სა და მ. პ-ს შორის ტონდერის (დანია) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 29 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების სააქტო ჩანაწერის ნომრით …, შეწყდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 14 იანვარს; შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით ირკვევა, რომ თ. ტ–ი საქართველოს მოქალაქეა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ტ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის №626 F 3711/13S გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ტ–სა და მ. პ-ს შორის ტონდერის (დანია) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 29 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების სააქტო ჩანაწერის ნომრით …, შეწყდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე