საქმე №ას-833-779-2017 8 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოცემულ საქმეზე სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხი და
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით თ. და ნ. ნ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ.“, ი. ნ-ის, ნ. ს-ძისა და თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინება და თ. და ნ. ნ-ების სარჩელი შპს „ბ.“, ი. ნ-ის, ნ. ს-ძის, თ. ს-ძისა და შპს „ა.“ მიმართ, შპს „ბ. პარტნიორთა კრების 2014 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად.
საქმის განხილვის დასრულების შემდგომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს კვლავ გადმოეცა ხსენებული საქმე, რომელსაც დამატებით ერთვის სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მასალები, რომელთა შესწავლითაც დგინდება შემდეგი:
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით თ. და ნ. ნ-ების განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, შპს „ა.“ აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 83...., მის: მარნეული, ა. ქუჩა, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 28.00 კვ.მ და საკადასტრო კოდი: 83...., მისამართი: მარნეული, ა. ქუჩა №2ა, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 15500.00 კვ.მ) გასხვისება ან/და უფლებრივი დატვირთვა.
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს „ა.“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ა.“ აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდი: 83...., მის: მარნეული, ა. ქუჩა, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 28.00 კვ.მ და საკადასტრო კოდი: 83...., მისამართი: მარნეული, ა. ქუჩა №2ა, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 15500.00 კვ.მ) უფლებრივი დატვირთვა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად, შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა ზემდგომ სასამართლოს.
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის განჩინებით ნ. და თ. ნ-ების საჩივარი ამავე სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განჩინებაზე საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად და გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით თ. და ნ. ნ-ების საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის განჩინება, აგრეთვე 2015 წლის 26 იანვრის განჩინება და შპს „ა.“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა.“ საჩივარი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინება გაუქმდა უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: შპს „ა.“ (ს/კ #4...) აეკრძალა მის სახელზე რეგიტრირებული უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდი: 83...., მის: მარნეული, ა. ქუჩა, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 28.00 კვ.მ და საკადასტრო კოდი: 83...., მისამართი: მარნეული, ა. ქუჩა №2ა, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 15500.00 კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
- განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ჩაიბარა თ. და ნ. ნ-ების წარმომადგენელმა.
საკასაციო სასამართლომ, როგორც უკვე ითქვა, 2018 წლის 30 მარტის განჩინებით თ. და ნ. ნ-ების სარჩელი განუხილველად დატოვა, ამასთან, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების მასალები ვინაიდან არ ერთვოდა საქმეს, პალატამ ვერც ზემოხსენებული განჩინებების გაუქმების საკითხზე იმსჯელა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემული ნორმის დისპოზიციის, ასევე, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კიდევ ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე: საქმეში წარმოდგენილ შპს „ა.“ განცხადებას, რომლითაც მოთხოვნილია გამოყენებული ზურუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ერთვის #83..... უძრავი ქონების ამონაწერი (14.01.2016წ. მდგომარეობით) საჯარო რეესტრიდან, სადაც ვალდებულების გრაფაში მითითებულია უძრავი ქონების გასხვისების და/ან უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა, ხოლო საფუძვლად აღნიშნულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 24.09.2014წ. განჩინება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ვინაიდან ხსენებული განჩინება გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო პალატა მის კვლავ გაუქმებაზე აღარ იმსჯელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიენა, რომლითაც შპს „ა.“ (ს/კ #4....) აეკრძალა მის სახელზე რეგიტრირებული უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდი: 83...., მის: მარნეული, ა. ქუჩა, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 28.00 კვ.მ და საკადასტრო კოდი: 83..., მისამართი: მარნეული, ა. ქუჩა №2ა, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 15500.00 კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე