საქმე №ა-2880-შ-79-2018 8 იანვარი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ი–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის შჩერბინსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2-3938/2017 და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – მამობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის შჩერბინსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.გ. ასული ი–ძის მოთხოვნა მამობის აღიარების ფაქტის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა, რომ მ.დ. ძე ბ–შა, დაბადებული 28.02.1974წ., საქართველოს სსრ, ქ. ქუთაისის მკვიდრი, გარდაცვლილი 03.11.2014წ., არის ს.ი–ძის, დაბადებული 24.07.2004წ., მამა, რომელიც შეეძინა თ.ი–ძეს. შეტანილი იქნა ცვლილებები ს.ი–ძის, დაბადებული 24.07.2004წ., საქართველოს რესპუბლიკის, ქ. ქუთაისის მკვიდრის, 27.07.2004წ. დაბადების სააქტო ჩანაწერში ნკ N0108573, გრაფაში „მამა“ - მითითებული იქნა მ.დ. ძე ბ–შა, დაბადებული 28.02.1974წ., საქართველოს სსრ, ქ. ქუთაისის მკვიდრი და ბავშვის მამის სახელი მიეთითა - ს.მ. ასული ი–ძე.
2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით შეტანილი იქნა შესწორება ქ. მოსკოვის შჩერბინსკის რაიონული სასამართლოს 14.11.2017წ. გადაწყვეტილებაში მ.ბ–ას დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებში და მიეთითა: მ.დ. ძე ბ–შა, დაბადებული 28.02.1974წ., საქართველოს სსრ, ქუთაისის მკვიდრი, გარდაცვლილი 02.11.2014წ.
3. საკასაციო სასამართლოში შუამდგომლობით მომართა არასრულწლოვნის დედამ თ.ი–ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა მამობის აღიარების ფაქტის დადგენის ნაწილში იმ საფუძლით, რომ არასრულწლოვანი ს.ი–ძე არის საქართველოს მოქალაქე და იმისთვის, რომ სამოქალაქო რეესტრმა ცვლილება შეიტანოს არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის მონაცემებში, კერძოდ გრაფაში „მამა“ - მიეითოს - მ.დ. ძე ბ–შა, დაბადებული საქართველოში 1974 წლის 28 თებერვალს და ბავშვის მამის სახელად მიეთითოს - „მ–ის ასული“, სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მეორე მოპასუხის შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ არასრულწლოვნის დედის მოთხოვნა რუსეთის, ფედერაციის ქ. მოსკოვის შჩერბინსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2-3938/2017 და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
7. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა, რომლის საფუძველზეც არასრულწლოვანი ბავშვის, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ბიოლოგიურ მამად აღიარებული იქნა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული პირი.
8. დასახელებული კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის გამოვლენილი.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ი–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის შჩერბინსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2-3938/2017 და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება, რომლითაც ს. ი–ძის (დაბადებული: 24 ივლისი, 2004 წ.) მამად დადგინდა მ.დ ძე ბ–შა;
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე