№ა-179-შ-7-2019 12 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ფ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ირანის ისლამური რესპუბლიკის თეირანის საჯარო სასამართლოს 45-ე ფილიალის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #1332/45/16; წერილობითი განაჩენი 1460)
დავის საგანი – არაქმედუნარიანად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ირანის ისლამური რესპუბლიკის თეირანის საჯარო სასამართლოს 45-ე ფილიალის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ფ. ცნობილ იქნა არაქმედუნარიანად.
2. 2019 წლის 16 იანვარს მ.ფ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ირანის ისლამური რესპუბლიკის თეირანის საჯარო სასამართლოს 45-ე ფილიალის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 29 სექტემბერს გაცემული მოწმობით ირკვევა, რომ მ.ფ. ი–ის ვაჟი წარმოადგენს არაქმედუნარიანი პირის ა.ფ–ის მეურვეს.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 13 ოქტომბერს გაცემული წერილის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ ცნობის თაობაზე აღსრულებულ იქნა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ გაკეთებულა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2007 წლის 1 დეკემბერს გაცემული წერილის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება არაქმედუნარიანობასთან დაკავშირებით დასრულდა და კანონიერ ძალაშია შესული რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ გაკეთებულა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით მ.ფ–ის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ.ფ–ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
7. ირანის ისლამური რესპუბლიკის თეირანის საჯარო სასამართლოს 45-ე ფილიალის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ფ. ცნობილ იქნა არაქმედუნარიანად.
8. 2019 წლის 16 იანვარს მ.ფ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ირანის ისლამური რესპუბლიკის თეირანის საჯარო სასამართლოს 45-ე ფილიალის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
9. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 29 სექტემბრის გაცემული მოწმობით ირკვევა, რომ მ.ფ. ი–ის ვაჟი წარმოადგენს არაქმედუნარიანი პირის ა.ფ–ის მეურვეს.
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების თანახმად, უფლებამოსილი პირის (მეურვის) დანიშვნა ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადებში საჩივრის წარუდგენლობის შემთხვევაში.
11. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 13 ოქტომბერს გაცემული წერილის შესწავლით ირკვევა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის თეირანის საჯარო სასამართლოს 45-ე ფილიალის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #1332/45/16; წერილობითი განაჩენი 1460) აღსრულებულ იქნა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ გაკეთებულა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში.
12. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2007 წლის 1 დეკემბერს გაცემული წერილის შესწავლით ირკვევა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის თეირანის საჯარო სასამართლოს 45-ე ფილიალის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #1332/45/16; წერილობითი განაჩენი 1460) დასრულდა და კანონიერ ძალაშია შესული რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ გაკეთებულა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის მე-15 მუხლის მიხედვით პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
14. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არაქმედუნარიანი პირის მეურვე - მ.ფ. დროებით ცხოვრობს საქართველოში და გააჩნია საქართველოში ბინადრობის მოწმობა.
15. ამ განჩინების მე-13 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, 68-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ირანის ისლამური რესპუბლიკის თეირანის საჯარო სასამართლოს 45-ე ფილიალის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #1332/45/16; წერილობითი განაჩენი 1460), რომლითაც ა.ფ. ცნობილ იქნა არაქმედუნარიანად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი