Facebook Twitter

საქმე №ა-5852-შ-143-2018 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. პ–უ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ესა და ნ. პ–უს შორის ქ.თბილისის ქორწინების სახლში 1998 წლის 8 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №8--) შეწყდა.

მ. გ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ მ. გ-ე საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით მ. გ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. გ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ესა და ნ. პ–უს შორის ქ.თბილისის ქორწინების სახლში 1998 წლის 8 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №8--) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ მ. გ-ე საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის სალონიკის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ესა და ნ. პ–უს შორის ქ.თბილისის ქორწინების სახლში 1998 წლის 8 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №8--) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე