Facebook Twitter

საქმე №ას-1904-2018 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – სსიპ იუსტიციის სახლი (მოპასუხე,აპელანტი)

მეორე კასატორი - ქ. ჩ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. ქ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. კასატორ ქ. ჩ-ეს უკან დაუბრუნდა 2018 წლის 25 დეკემბერს საგადასახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი.

2. აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივარზე სსიპ იუსტიციის სახლს 2018 წლის 25 დეკემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 629 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორს - სსიპ იუსტიციის სახლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდება, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, შემდეგი არგუმენტაციით:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ დაიცვა სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადა.

5. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახამად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით, რომლითაც სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, ხოლო კასატორს - სსიპ იუსტიციის სახლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაბრუნებია მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 629 ლარის 70 პროცენტი, მოცემულ საქმეზე გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ იუსტიციის სახლს უკან უნდა დაუბრუნდება 2018 წლის 25 დეკემბერს საგადასახადო მოთხოვნა N29308 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (629 ლარი) 440.30 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორს - სსიპ იუსტიციის სახლს (საიდენტიფიკაციო კოდი: 204580202) უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 25 დეკემბერს საგადასახადო მოთხოვნა N29308 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (629 ლარი) 440.30 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

2. საკასაციო სასამართლოს დამატებითი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ ქათამაძე

ე. გასიტაშვილი