№ა-3949-შ-100-2018 1 თებერვალი, 2019 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსიის რესპუბლიკის განათლების დაწესებულების “მ.ი. გ.ს. ქ. მ. სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯი”
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ძე
განხილვის საგანი – ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- ზ.მ–ძეს დაბადებულს 1963 წლის 24 ივნისს ბელორუსიის რესპუბლიკის განათლების დაწესებულების „მ.ი. გ.ს. ქ. მ. სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯის” სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო უზრუნველყოფაზე მყოფი შვილის მ.მ–ძის, დაბადებული 1999 წლის 28 იანვარს, შენახვის ხარჯების, ერთდროულად 2263,46 რუბლის ოდენობით გადახდა 2017 წლის 10 იანვრიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდზე.
- ზ.მ–ძეს სამსახურის უქონლობის შემთხვევაში, დაევალა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წარდგენა მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დასაწყებად.
- ზ.მ–ძის სამსახურის უქონლობის შემთხვევაში, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს ზ.მ–ძის წარდგენა მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო სამსახურში და იმ სამუშაოზე, რასაც განუსაზღვრავს მოსახლეობის დასაქმების რაიონული ცენტრი.
2. ბელორუსიის რესპუბლიკის განათლების დაწესებულების „მ.ი. გ.ს. ქ. მ. სახელმწიფო მუსიკალურმა კოლეჯმა” შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ზ.მ–თვის თანხის დაკისრების ნაწილში.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ბელორუსიის რესპუბლიკის განათლების დაწესებულების „მ.ი. გ.ს. ქ. მ. სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯის” შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ზ.მ–ძეს. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- ზ.მ–ძეს დაბადებულს 1963 წლის 24 ივნისს, ბელორუსიის რესპუბლიკის განათლების დაწესებულების “მ.ი. გ.ს. ქ. მ. სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯის” სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო უზრუნველყოფაზე მყოფი შვილის მ.მ–ძის, დაბადებული 1999 წლის 28 იანვარს, შენახვის ხარჯების, ერთდროულად 2263,46 რუბლის ოდენობით გადახდა 2017 წლის 10 იანვრიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდზე.
- ზ.მ–ძეს სამსახურის უქონლობის შემთხვევაში, დაევალა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წარდგენა მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დასაწყებად.
- ზ.მ–ძის სამსახურის უქონლობის შემთხვევაში, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს ზ.მ–ძის წარდგენა მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო სამსახურში და იმ სამუშაოზე, რასაც განუსაზღვრავს მოსახლეობის დასაქმების რაიონული ცენტრი.
6. საცნობი გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ 2018 წლის 09 იანვრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელორუსიის რესპუბლიკის განათლების დაწესებულების „მ.ი. გ.ს. ქ. მ. სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.მ–ძეს, დაბადებულს 1963 წლის 24 ივნისს ბელორუსიის რესპუბლიკის განათლების დაწესებულების „მ.ი. გ.ს.ქ. მ. სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯის” სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო უზრუნველყოფაზე მყოფი შვილის მ.მ–ძის, დაბადებულის 1999 წლის 28 იანვარს, შენახვის ხარჯების, ერთდროულად 2263,46 რუბლის გადახდა 2017 წლის 10 იანვრიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდზე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე