Facebook Twitter
საქმე №ას-400-380-2011 23 მარტი, 2012 წელი

№ ას-825-791-2016 18 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ქ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „გ." საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „გ." საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „გ.“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. კასატორ შპს „გ.“ (ს/კ: 2...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისრა საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 8000 (რვა ათასი) ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 25 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

2018 წლის 12 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ და წარმოადგინა სააღსრულებო ფურცლის დედანი შეუსრულებელი სახით, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში შეცდომით იყო მითითებული მოვალის საიდენტიფიკაციო ნომერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში და ამ განჩინების საფუძველზე 2018 წლის 25 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შეცდომით იქნა მითითებული შპს „გ.“ საიდენტიფიკაციო ნომერი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთარი ინიციატივით უნდა გაასწოროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში დაშვებული უსწორობა და მასში ნაცვლად სიტყვებისა „შპს „გ.“ (ს/კ: 2...)“, მითითებულ იქნას სიტყვები „შპს „გ.“ (ს/კ: 2...)“. აღნიშნულის გათვალისწინებით გაცემულ იქნას ახალი სააღსრულებო ფურცელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 25 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი დაერთოს საქმის მასალებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა;

2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა „შპს „გ.“ (ს/კ: 2...)“, მითითებულ იქნას სიტყვები „შპს „გ.“ (ს/კ: 2...)“;

3. გაცემულ იქნას ახალი სააღსრულებო ფურცელი, სადაც შპს „გ.“ საიდენტიფიკაციო ნომრად მითითებული იქნება - ს/კ: 2...;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე