Facebook Twitter

№ა-1904-შ-46-2018 8 თებერვალი, 2019 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ლ. (ლ–უ)

განხილვის საგანი – საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ სალონიკის სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ სალონიკის სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ამბელოკიპი-მენემენის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ე-ხ ლ–ის (ლ–უს, განმცხადებლის) დაბადების მოწმობაში მონაცემების შესწორების, აგრეთვე, ამბელოკიპი-მენემენის მუნიციპალიტეტის მოსახლეთა რეესტრის (სადაც განმცხადებელია რეგისტრირებული) ოჯახის სარეგისტრაციო ნომრის (34870) მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით დადგინდა ის ფაქტი, რომ ე-ხ. ლ–ის (ლ–უს) დაბადების ნამდვილი თარიღია „ათას ცხრაას ოთხმოცდაორი წლის ოცდახუთი დეკემბერი“, რიცხვით: „25-12-1982წ“.

2. ე.ლ–მა (ლ–უმ), წარმომადგენელ მ.ნ–ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით ე.ლ. (ლ–უს) შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ სალონიკის სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ამბელოკიპი-მენემენის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ე.-ხ. ლ–ის (ლ–უს, განმცხადებლის) დაბადების მოწმობაში მონაცემების შესწორების, აგრეთვე, ამბელოკიპი-მენემენის მუნიციპალიტეტის მოსახლეთა რეესტრის (სადაც განმცხადებელია რეგისტრირებული) ოჯახის სარეგისტრაციო ნომრის (34870) მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით დადგინდა ის ფაქტი, რომ ე.-ხ. ლ–ის (ლ–უს) დაბადების ნამდვილი თარიღია „ათას ცხრაას ოთხმოცდაორი წლის ოცდახუთი დეკემბერი“, რიცხვით: „25-12-1982წ“.

6. შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2017 წლის 28 ნოემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ლ–ი (ლ–უს) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ სალონიკის სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ამბელოკიპი-მენემენის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ე-ხ. ლ–ის (ლ–უს, განმცხადებლის) დაბადების მოწმობაში მონაცემების შესწორების, აგრეთვე, ამბელოკიპი-მენემენის მუნიციპალიტეტის მოსახლეთა რეესტრის (სადაც განმცხადებელია რეგისტრირებული) ოჯახის სარეგისტრაციო ნომრის (34870) მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით დადგინდა ის ფაქტი, რომ ე-ხ ლ–ის (ლ–უს) დაბადების ნამდვილი თარიღია „ათას ცხრაას ოთხმოცდაორი წლის ოცდახუთი დეკემბერი“, რიცხვით: „25-12-1982წ“.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე