Facebook Twitter

საქმე №ა-1199-შ-25-2018 18 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებლი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ა. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ჭ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ტატიშევსკის რაიონის #1 სასამართლო უბნის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა _ ალიმენტის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის, სარატოვის ოლქის, ტატიშევსკის რაიონის #1 სასამართლო უბნის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ჭ-სა და ა. ხ--ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით, საქართველოს მოქალაქე შ. ჭ-ს (დაბ: 1-...წ.) ა. ხ-ას (დაბ: 1-..წ.) სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის _ ა. შ-ს ძე ჭ-ის (დაბ: 2-...წ.) რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად გამომუშავებული თანხის და/ან შემოსავლის 1/4-ის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე. ალიმენტის დაკისრების ნაწილში ხსენებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ხ-ამ და ალიმენტის დაკისრების ნაწილში მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, სარატოვის ოლქის, ტატიშევსკის რაიონის #1 სასამართლო უბნის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული მტკიცებულებების შესწავლით დასტურდება შემდეგი:

ა) შ. ჭ. არის საქართველოს მოქალაქე, ამასთან, მუდმივი საცხოვრებელი გააჩნია საქართველოში;

ბ) შ.ჭ. ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, მას ჩაბარდა სარჩელის ასლი და მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში;

გ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში და იგი მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ხსენებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს (მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს), რომელსაც განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შ.ჭ-ს საკასაციო სასამართლოსათვის რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. ხ-ას შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, რუსეთის ფედერაციის, სარატოვის ოლქის, ტატიშევსკის რაიონის #1 სასამართლო უბნის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. რუსეთის ფედერაციის, სარატოვის ოლქის, ტატიშევსკის რაიონის #1 სასამართლო უბნის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ჭ-სა და ა. ხ-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით, საქართველოს მოქალაქე შ. ჭ-ს (დაბ: 1--წ.) ა. ხ-ას (დაბ: 1-წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ ა. შ-ს ძე ჭ-ის (დაბ: 2-...წ.) რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად გამომუშავებული თანხის და/ან შემოსავლის 1/4-ის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე. ალიმენტის დაკისრების ნაწილში ხსენებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ხ-ამ და ალიმენტის დაკისრების ნაწილში მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, სარატოვის ოლქის, ტატიშევსკის რაიონის #1 სასამართლო უბნის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული მტკიცებულებების შესწავლით დასტურდება შემდეგი:

ა) შ. ჭ. არის საქართველოს მოქალაქე, ამასთან, მუდმივი საცხოვრებელი გააჩნია საქართველოში;

ბ) შ.ჭ. ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, მას ჩაბარდა სარჩელის ასლი და მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში;

გ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში და იგი მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ტატიშევსკის რაიონის #1 სასამართლო უბნის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება შ. ჭ-ისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით, ალიმენტის დაკისრების ნაწილში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ხ-ას შუამდგომლობა ალიმენტის დაკისრებს ნაწილში რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ტატიშევსკის რაიონის #1 სასამართლო უბნის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ტატიშევსკის რაიონის #1 სასამართლო უბნის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს მოქალაქე შ. ჭ-ს (დაბ: 1--წ.) ა. ხ-ას (დაბ: 1-წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ ა. შ-ს ძე ჭ-ის (დაბ: 2-...წ.) რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად გამომუშავებული თანხის და/ან შემოსავლის 1/4-ის გადახდა ბაშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი