Facebook Twitter

საქმე №ა-5104-შ-133-2017 19 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებლი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები - შპს „ნ-კ“, უკრაინის როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (S-y)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის, როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უკრაინის, როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ნ-კის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს-ის“ („S-y“), შპს „ნ-კის“ სასარგებლოდ, დაეკისრა: ძირითადი ვალის _ 19 350 აშშ დოლარის, საჯარიმო სანქციის _ 2 472,18 აშშ დოლარის, 152,67 აშშ დოლარის წლიური 3%-ის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 589 804,97 უკრაინულ გრივნს, მასვე შპს „ნ-კის“ სასარგებლოდ დაეკისრა პროცესის ხარჯის _ 17 878,68 უკრაინული გრივნის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ნ-კმა“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ასევე უკრაინის, როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს მოსამართლემ და შპს „ნ-კის“ სასარგებლოდ, მოითხოვა შპს „ს-ისათვს“ („S-y“) პროცესის ხარჯის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

2.1. შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) მოპასუხე, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია საქმის განხილვაში, ინფორმირებული იყო თითოეული საპროცესო მოქმედების თაობაზე, კერძოდ, მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს _ დირექტორს საპროცესო მასალები ჩაბარდა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციით დადგენილი წესით;

ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულების მიზნით გაცემულია სასამართლო ბრძანება, ამასთან, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა;

გ) მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით განემარტა მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი საპროცესო უფლებების შესახებ საპროცესო უფლებები. საკასაციო პალატის ხსენებული განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალებით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის დირექტორს (იხ. ხელწერილი, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი), თუმცა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი საპროცესო უფლებები არ განუკარგავს და არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „ნ-კისა“ და უკრაინის როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. უკრაინის, როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ნ-კის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს-ის“ („S-y“), შპს „ნ-კის“ სასარგებლოდ, დაეკისრა ძირითადი ვალის _ 19 350 აშშ დოლარის, საჯარიმო სანქციის _ 2 472,18 აშშ დოლარის, 152,67 აშშ დოლარის წლიური 3%-ის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 589 804,97 უკრაინულ გრივნს, მასვე შპს „ნ-კის“ სასარგებლოდ დაეკისრა პროცესის ხარჯის _ 17 878,68 უკრაინული გრივნის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ნ-კმა“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ასევე უკრაინის, როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს მოსამართლემ და მოითხოვა შპს „ნ-კის“ სასარგებლოდ შპს „ს-ისათვის“ („S-y“) პროცესის ხარჯის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

2.1. შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) მოპასუხე, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია საქმის განხილვაში, ინფორმირებული იყო თითოეული საპროცესო მოქმედების თაობაზე, კერძოდ, მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს _ დირექტორს საპროცესო მასალები ჩაბარდა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციით დადგენილი წესით;

ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულების მიზნით გაცემულია სასამართლო ბრძანება, ამასთან, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა;

გ) მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

დ) საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული, თუმცა, მას საკუთარი საპროცესო უფლებებით არ უსარგებლია (იხ. აღწერილობითი ნაწილის მე-3 პუნქტი).

3. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

4. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

5. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, უკრაინის, როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს-ის“ (S-y) შპს „ნ-კის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის _ 19 350 აშშ დოლარის, საჯარიმო სანქციის _ 2 472,18 აშშ დოლარის, 152,67 აშშ დოლარის წლიური 3%-ისა (რაც ჯამში შეადგენს 589 804,97 უკრაინულ გრივნს) და პროცესის ხარჯის _ 17 878,68 უკრაინული გრივნის გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ნ-კისა“ და უკრაინის როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს შუამდგომლობა უკრაინის, როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, როვენსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს-ის“ (S-y) შპს „ნ-კის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის _ 19 350 აშშ დოლარის, საჯარიმო სანქციის _ 2 472,18 აშშ დოლარის, 152,67 აშშ დოლარის წლიური 3%-ისა (რაც ჯამში შეადგენს 589 804,97 უკრაინულ გრივნს) და პროცესის ხარჯის _ 17 878,68 უკრაინული გრივნის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი