№ ას-163-163-2018 20 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ს. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის 2282.67 ლარის დაკისრება.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - 12 საბურავი 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი - საქონლის დარჩენილი რაოდენობა შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, რითაც დაირღვა 2014 წლის 22 აპრილის N2-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტი. ამავე ხელშეკრულების 15.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულების ვადის დარღვევის, უხარისხო საქონლის, არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის 29 ივლისის N2---1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 37.28 ლარის ოდენობით;
2.2. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - 24 საბურავი 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი - საქონლის დარჩენილი რაოდენობა შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, რითაც დაირღვა 2014 წლის 22 აპრილის N2-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტი. ამავე ხელშეკრულების 15.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულების ვადის დარღვევის, უხარისხო საქონლის, არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის 29 ივლისის N2---1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 122.25 ლარის ოდენობით;
2.3. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - 6 საბურავი 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი - საქონლის დარჩენილი რაოდენობა შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, რითაც დაირღვა 2014 წლის 22 აპრილის N2-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტი. ამავე ხელშეკრულების 15.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულების ვადის დარღვევის, უხარისხო საქონლის, არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის 29 ივლისის N70-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 25.20 ლარის ოდენობით;
2.4. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის საქონლის მიწოდება აღნიშნულ ვადაში, რითაც დაირღვა 2014 წლის 22 აპრილის N2-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტი. ამავე ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულების ვადის დარღვევის, უხარისხო საქონლის, არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის 29 ივლისის N2---1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 133.80 ლარის ოდენობით;
2.5. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის საქონლის მიწოდება აღნიშნულ ვადაში, რითაც დაირღვა 2014 წლის 22 აპრილის N2-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტი. ამავე ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულების ვადის დარღვევის, უხარისხო საქონლის, არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის 28 ივლისის N2---1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 1297.83 ლარის ოდენობით;
2.6. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის საქონლის მიწოდება აღნიშნულ ვადაში, რითაც დაირღვა 2014 წლის 22 აპრილის N2-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტი. ამავე ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულების ვადის დარღვევის, უხარისხო საქონლის, არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის 28 ივლისის N2---1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 432.43 ლარის ოდენობით;
2.7. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის საქონლის მიწოდება აღნიშნულ ვადაში, რითაც დაირღვა 2014 წლის 22 აპრილის N2-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტი. ამავე ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულების ვადის დარღვევის, უხარისხო საქონლის, არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის 28 ივლისის N2---1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 20.88 ლარის ოდენობით;
2.8. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის საქონლის მიწოდება აღნიშნულ ვადაში, რითაც დაირღვა 2014 წლის 22 აპრილის N2-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტი. ამავე ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულების ვადის დარღვევის, უხარისხო საქონლის, არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის 28 ივლისის N2---1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 84.60 ლარის ოდენობით;
2.9. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის საქონლის მიწოდება აღნიშნულ ვადაში, რითაც დაირღვა 2014 წლის 22 აპრილის N2-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტი. ამავე ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულების ვადის დარღვევის, უხარისხო საქონლის, არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის 28 ივლისის N2---1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 128.40 ლარის ოდენობით;
2.10. მოპასუხეს სარჩელის წარდგენის დღემდე არ აუნაზღაურებია მოსარჩელისათვის ხელშეკრულებების დარღვევის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო;
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:
3.1. მართალია, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხდა საქონლის მიწოდება, მაგრამ მოპასუხეს ბრალეულად არ დაურღვევია საქონლის მიწოდების ვადა. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთიდან საქართველოში შემომავალ ერთადერთ საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობაში) დიდი მოცულობის ღვარცოფული გამონატანების შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა და 2014 წლის 17 მაისის დილის 11:00 საათიდან 14 ივნისის დილის 11:45 საათამდე შეწყდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მითითებული ფორს-მაჟორული გარემოების გამო რუსეთიდან ავტომობილების შემოსვლა. მართალია, 14 ივნისის დღის მეორე ნახევარში აღდგა ავტომობილების მოძრაობა, თუმცა ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობის გამო, იმდენად დიდი იყო საზღვართან გაჩერებული ავტომობილების რაოდენობა, რომ არათუ 3 დღე, არამედ ზოგიერთ ავტომობილს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა რუსეთის საზღვრიდან საქართველოში შემოსასვლელად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო;
3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ვადაგადაცილებად არ ითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. დაუძლეველი ძალა არის სწორედ ის გარემოება, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობისას. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოვალე მზად იყო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის, თუმცა ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის გამო ვერ მოხერხდა ვალდებულებათა ხელშეკრულებით ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში შესრულება, არ არსებობს ვადის გადაცილება და არც პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი;
3.3. იმ დაშვების პირობებშიც კი, რომ მოპასუხის მიმართ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელის მიერ არასწორად არის დათვლილი პირგასამტეხლოს ოდენობა და ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის 228.26 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2054.41 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 828.50 ლარის ოდენობით;
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2--, N2--, N2-- ხელშეკრულებები, რომელთა 2.1 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულების დანართების შესაბამისად მიეწოდებინა შემსყიდველისთვის საქონელი. ხელშეკრულებების 8.1 პუნქტების მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად: პირველი ეტაპი 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი - საქონლის დარჩენილი რაოდენობა შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარულ დღეში. ხელშეკრულებების 15.1.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს საქონლის არასრულად მიწოდების შემთხვევაში (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარიხსო, არასრული მოცულობით, სავაჭრო დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკისრებოდა პირაგასამტეხლოს გადახდა მიუწოდებელი პროდუქციის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. ხელშეკრულებების 17.1 პუნქტების მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორის შემთხვევაში, როდესაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია. ამავე ხელშეკრულებების თანახმად, მათი მოქმდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
7.2. 2014 წლის 22 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა N2--, N2--, N2--, N2--, N2-- და N2-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, რომელთა 2.1 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულების დანართების შესაბამისად მიაწოდოს შემსყიდველს საქონელი, ხოლო 8.1 პუნქტების მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენს ელექტრო აკუმულატორების მიწოდება. ამ ხელშეკრულებების 16.1.1 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარიხსო, არასრული მოცულობით, სავაჭრო დოკუმენტაციის გარეშე) ეკისრება პირაგასამტეხლოს გადახდა მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. მითითებული ხელშეკრულებების 18.1 პუნქტების შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორის შემთხვევაში, როდესაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მათი მოქმდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
7.3. N2-- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 43 498.56 ლარს, N2-- ხელშეკრულების - 157 912.14 ლარს, N2-- ხელშეკრულების - 14 000.00 ლარს, N2-- ხელშეკრულების - 22 300.00 ლარს, N2-- ხელშეკრულების - 119 400.00 ლარს, N2-- ხელშეკრულების - 30 888.00 ლარს, N2-- ხელშეკრულების - 3 480.00 ლარს, N2-- ხელშეკრულების - 14 100.00 ლარს, ხოლო N2-- ხელშეკრულების - 21 400.00 ლარს;
7.4. N2-- ხელშეკრულების ფარგლებში, პირველი ეტაპით გათვალისწინებული 12 საბურავი (ჯამური ღირებულებით 6 214.08 ლარი) მოპასუხემ 2014 წლის 6 ივნისის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 18 ივნისს. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 29 ივლისს შედგენილი აქტით, მოპასუხეს ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 3 სამუშაო დღე (16, 17, 18 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 37.28 ლარის ოდენობით;
7.5. N2-- ხელშეკრულების ფარგლებში, პირველი ეტაპით გათვალისწინებული 24 საბურავი (ჯამური ღირებულებით 20 375.76 ლარი) მოპასუხემ 2014 წლის 6 ივნისის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 18 ივნისს. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 29 ივლისს შედგენილი აქტით, მოპასუხეს ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 3 სამუშაო დღე (16, 17, 18 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 122.25 ლარის ოდენობით;
7.6. N2-- ხელშეკრულების ფარგლებში, პირველი ეტაპით გათვალისწინებული 6 საბურავი (ჯამური ღირებულებით 4 200 ლარი) მოპასუხემ 2014 წლის 6 ივნისის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 18 ივნისს. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 29 ივლისს შედგენილი აქტით, მოპასუხეს ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 3 სამუშაო დღე (16, 17, 18 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 25.20 ლარის ოდენობით;
7.7. N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (ჯამური ღირებულებით 22 300.00 ლარი) მოპასუხემ 2014 წლის 11 ივნისის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 18 ივნისს. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 28 ივლისს შედგენილი აქტით, მოპასუხეს ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 3 სამუშაო დღე (16, 17, 18 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 133.80 ლარის ოდენობით;
7.8. N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება მოხდა ორ ეტაპად. კერძოდ, 46 721.74 ლარის ღირებულების პროდუქცია მოპასუხემ 2014 წლის 11 ივნისის ნაცვლად მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 18 ივნისს, ხოლო დარჩენილი 72 678.26 ლარის ღირებულების პროდუქცია მოპასუხემ 2014 წლის 11 ივნისის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 24 ივნისს. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 28 ივლისს შედგენილი აქტით, მოპასუხეს ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, პირველ ტრანშზე ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 3 სამუშაო დღე (16, 17, 18 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 280.33 ლარის ოდენობით. მეორე ტრანშზე, ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 7 სამუშაო დღე (16, 17, 18, 19, 20, 23, 24 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 1017.50 ლარის ოდენობით;
7.9. N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (ჯამური ღირებულებით 30 888.00 ლარი) მოპასუხემ 2014 წლის 11 ივნისის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 24 ივნისს. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 28 ივლისს შედგენილი აქტით, მოპასუხეს ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 7 სამუშაო დღე (16, 17, 18, 19, 20, 23, 24 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 432.43 ლარის ოდენობით;
7.10. N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (ჯამური ღირებულებით 3 480.00 ლარი) მოპასუხემ 2014 წლის 11 ივნისის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 18 ივნისს. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 28 ივლისს შედგენილი აქტით, მოპასუხეს, ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 3 სამუშაო დღე (16, 17, 18 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 20.88 ლარი;
7.11. N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (ჯამური ღირებულებით 14 100.00 ლარი) მოპასუხემ 2014 წლის 11 ივნისის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 18 ივნისს. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 28 ივლისს შედგენილი აქტით, მოპასუხეს, ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 3 სამუშაო დღე (16, 17, 18 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 84.60 ლარი;
7.12. N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (ჯამური ღირებულებით 21 400.00 ლარი) მოპასუხემ 2014 წლის 11 ივნისის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 2014 წლის 18 ივნისს. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 28 ივლისს შედგენილი აქტით, მოპასუხეს, ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებალად ჩაეთვალა 3 სამუშაო დღე (16, 17, 18 ივნისი) და დაერიცხა პირგასამტეხლო 128.40 ლარი;
7.13. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 22 მაისის N2-... წერილის თანახმად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ღვარცოფული გამონატანების შედეგად დაზიანდა საავტომობილი გზა და 2014 წლის 17 მაისის 11:10 საათიდან 2014 წლის 14 ივნისის 11:45 საათმდე შეწყდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
7.14. ზემოთ მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქცია მოპასუხემ საქართველოში შემოიტანა საბაჟო გამშვები პუნქტი „ლარსის“ გავლით. მოპასუხემ 2014 წლის 23 მაისს მოსარჩელეს მიმართა წერილობით და აცნობა შექმნილი ფორს-მაჟორული მდგომარეობის თაობაზე. მოსარჩელემ გაითვალისწინა ხსენებული ფორს-მაჟორული მდგომარეობა და 2014 წლის 14 ივნისამდე პერიოდზე მოპასუხე გაათავისუფლა პირგასამტეხლოს გადახდისგან.
8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ცხრავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოების ჯამური ოდენობა საქალაქო სასამართლომ, ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, მექანიკურად შეამცირა 10-ჯერ, რაც იმით დაასაბუთა, რომ პირგასამტეხლოს სახით ამ ოდენობის თანხის (2 282.67 ლარი) დაკისრება აშკარად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. რის გამოც პირგსამტეხლოს ეს ოდენობა არაგონივრული იყო.
9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია და გამარტა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ დაუსაბუთებია, რასთან მიმართებით და რატომ მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოები „შეუსაბამოდ მაღალ“ პირგასამტეხლოდ და რატომ შეამცირა მათი ოდენობა 10-ჯერ.
10. პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია, ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი კვალიფიციური (დასაბუთებული) შესაგებლით მოპასუხე, პირველი რიგში, მოთხოვნის გამომრიცხავ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მას ბრალი არ მიუძღოდა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ვადის დარღვევით შესრულებაში, რადგან ეს გარემოება გამოწვეული იყო ფორს-მაჟორით. კერძოდ, რუსეთიდან საქართველოში შემომავალი ერთდერთ საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობაში) დიდი მოცულობის ღვარცოფული გამონატანების შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა და 2014 წლის 17 მაისის დილის 11:10 საათიდან 2014 წლის 14 ივნისის დილის 11:45 საათმდე შეწყდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამდენად, შეუძლებელი გახდა რუსეთიდან ავტომობილების შემოსვლა. მართალია, 14 ივნისს დღის მეორე ნახევარში აღდგა ავტოტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა, ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივი პერიოდის გამო, იმდენად დიდი იყო საზღვართან გაჩერებული ავტომობილების რაოდენობა, რომ მათ გადმოსვლას საქართველოში რამდენიმე დღე დასჭირდა.
11. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, აგრეთვე ზემოთ აღნიშნული ფორს-მაჟორის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ მოპასუხე 2014 წლის 17 ივნისის ჩათვლით უნდა განთავისუფლდეს სადავო სახელშეკრულებო სამართალურთიერთობებში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან ეს არის ის გონივრული ვადა, რაც მოძრაობის აღდგენის შემდეგ დასჭირდებოდა საზღვართან გაჩერებული ავტომობილების დიდი რაოდენობისგან გზის განტვირთვას და სახელმწიფო უწყებების (სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები) მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. ამასთან, პროდუქციის მიწოდების დღეები (18 და 24 ივნისი) არ უნდა ჩაითვალოს ვადაგადაცილებულ დღეებად და მათზე პირგასამტეხლო მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს. აღნიშნული მსჯელობის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიჩნია, რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს N2-- ხელშეკრულების ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 37.28 ლარი, N2-- ხელშეკრულების ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 122.25 ლარი, N2-- ხელშეკრულების ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 25.20 ლარი, N2-- ხელშეკრულების ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 133.80 ლარი, N2-- ხელშეკრულების პირველი ტრანშის ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 280.33 ლარი, N2-- ხელშეკრულების ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 20.88 ლარი, N2-- ხელშეკრულების ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 84.60 ლარი, N2-- ხელშეკრულების ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 128.40 ლარი. რაც შეეხება N2-- ხელშეკრულების მეორე ტრანშზე პირგასამტეხლოს, როგორც საქმის გარემოებებიდა გამოიკვეთა, ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, მოსარჩელემ ვადაგადაცილებად ჩათვალა 7 სამუშაო დღე (16, 17, 18, 19, 20, 23, 24 ივნისი) და მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო 1017.50 ლარი. ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ვადაგადაცილებად უნდა ჩაითვალოს 4 დღე (18, 19, 20, 23 ივნისი) და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 581.40 ლარი. ანალოგიურად, N2-- ხელშეკრულებაზეც ვადაგადაცილებად უნდა ჩაითვალოს 4 დღე (18, 19, 20, 23 ივნისი) და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 247.10 ლარი. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 828.50 ლარის ოდენობით.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს მოსარჩელემ და მოპასუხემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილ ხუთდღიან ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძვლით და საქმის წარმოება გაგრძელდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
13. კასატორმა (მოსარჩელემ) მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლოს - 2282.67 ლარის გადახდა. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. 2014 წლის 22 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- (საერთო ღირებულებით 43498.56 ლარი), N2-- (საერთო ღირებულებით 157912.14 ლარი), N2-- (საერთო ღირებულებით 14000 ლარი), N2-- (საერთო ღირებულებით 22300 ლარი), N2-- (საერთო ღირებულებით 119400 ლარი), N2-- (საერთო ღირებულებით 30888 ლარი), N2-- (საერთო ღირებულებით 3480 ლარი), N2-- (საერთო ღირებულებით 1400 ლარი) და N2-- (საერთო ღირებულებით 214000 ლარი) ხელშეკრულებები. N2--, N2--, N2--, ხელშეკრლებების 17.3 პუნქტის, აგრეთვე N2--, N2--, N2--, N2--, N2--, N2-- ხელშეკურლებების 18.3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარე, რომლისთვისაც ფორს-მაჟორის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულების შესრულება, ვალდებულია, დაუყოვნებლივ - ფორს-მაჟორის დადგომიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს მეორე მხარეს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ. შეუტყობინებლობის ან დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. მოპასუხემ მოსარჩელეს ფორსმაჟორის შესახებ აცნობა დაგვიანებით, კერძოდ, 2014 წლის 23 მაისის N3-... წერილის თანახმად, ფორს-მაჟორი დაიწყო 2014 წლის 17 მაისს 11:00 სთ-დან და შეწყდა 14 ივნისს 11:45 სთ-ზე, რითაც მოპასუხემ დაკარგა უფლება, დაყრდნობოდა ფორს-მაჟორს, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრებისგან გათავისუფლების საფუძველს. N2--, N2--, N2--, ხელშეკრლებების 15.1.1 პუნქტის, აგრეთვე N2--, N2--, N2--, N2--, N2--, N2-- ხელშეკურლებების 16.1.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მთ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, უხარისხო, არასრული მოცულობითმ საჭირო დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში) ეკსირებოდა პირგასამტეხლოს - მიუწოდებელის საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დაკისრებისას გაითვალისწინა ფორს-მჟორის არსებობა და მოპასუხეს N2--, N2--, N2--, N2--, N2--, N2--, N2--, N2-- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დააკსირა პირგასამტეხლო ფორს-მაჟორის დასრულებიდან 14 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლის 3 სამუშაო დღეზე, N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მეორე მიწოდებაზე მოპასუხეს დამატებით დაეკსირა პირგასამტეხლო 14 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით 7 სამუშაო დღეზე, ხოლო N2-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაეკსირა პირგასამტეხლო 14 ივნისიდან 24 ივნისისს ჩათვლით 7 სამუშაო დღეზე. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მიღმა დარჩა საკითხი, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას მხარეს უნდა დაკისრებოდა თუ არა პირგასამტეხლო საქონლის მიწოდების იმ დღეზე, როდესაც მან ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის შესაბამისად დაკარგა უფლება, დაყრდნობოდა ფორს-მაჟორს და გათავისუფლებულიყო პასუხისმგებლობისგან;
13.2. საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბმისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი, ყოველი შესრულება გულისხმობს ვადებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება - განსაზღვრულ დროში საქონლის მიწოდება და ამავე დროს, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის შესაბამისად, მან დაკარგა უფლება, დაყრდნობოდა ფორს-მაჟორს, როგორც პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, მიმწოდებელს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლო უნდა დაკისრებოდა მიწოდების დღის ჩათვლით. სააპელაციო სასაართლომ მიმწოდებელი ისე გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან ვადადარღვეულ დღეზე, რომ მატერიალურ სამართლებრივ ნორმაზე არ მიუთითებია და შესაბამისად, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ძირითად არგუმენტად უთითებს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ მიმწოდებელი ისე გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან ვადადარღვეულ დღეზე, რომ მატერიალურ სამართლებრივ ნორმაზე არ მიუთითებია. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი დასაბუთებული შესაგებლი, რომლითაც მოპასუხე მოთხოვნის გამომრიცხავ იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ მას ბრალი არ მიუძღვოდა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ვადის დარღვევით შესრულებაში, რადგან ეს დარღვევა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორით, რის საფუძველზეც შეუძლებელი გახდა რუსეთიდან ავტომობილების შემოსვლა. მართალია, 14 ივნისს დღის მეორე ნახევარში აღდგა ავტოტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა, ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივი პერიოდის (2014 წლის 17 მაისის დილის 11:10 საათიდან 2014 წლის 14 ივნისის დილის 11:45 საათმდე) გამო, იმდენად დიდი იყო საზღვართან გაჩერებული ავტომობილების რაოდენობა, რომ მათ გადმოსვლას საქართველოში რამდენიმე დღე დასჭირდა. აღნიშნული გარემოების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, აგრეთვე, ამავე კოდექსის 401-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების ბრალეული დარღვევა. აღნიშნული ნორმების ანალიზის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ აღნიშნული ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, პალატამ მიაჩნია, რომ მოპასუხე 2014 წლის 17 ივნისის ჩათვლით უნდა განთავისუფლდეს სადავო სახელშეკრულებო სამართალურთიერთობებში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან ეს არის ის გონივრული ვადა, რაც მოძრაობის აღდგენის შემდეგ დასჭირდებოდა საზღვართან გაჩერებული ავტომობილების დიდი რაოდენობისგან გზის განტვირთვას და სახელმწიფო უწყებების (სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები) მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. ამდენად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იქნა განმარტებული, თუ რა ნორმის საფუძველზე გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან სასამართლომ მიმწოდებელი 2014 წლის 17 ივნისის ჩათვლით პერიოდზე.
20. საგულისხმოა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია აგრეთვე მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი). პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი, სუსგ №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი). წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების, დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხისა და ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაპროპორციული და შეუსაბამოდ მაღალია.
21. კასატორი წარმოდგენილ საჩივარში აგრეთვე უთითებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2--, N2--, N2--, ხელშეკრულებების 17.3 პუნქტსა და N2--, N2--, N2--, N2--, N2--, N2-- ხელშეკურლებების 18.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარე, რომლისთვისაც ფორს-მაჟორის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულების შესრულება, ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ - ფორს-მაჟორის დადგომიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ეცნობებინა მეორე მხარისთვის ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ. შეუტყობინებლობის ან დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში მხარე კარგავდა უფლებას, დაყრდნობოდა ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, რაც კასატორის განმარტებით მსჯელობის მიღმა იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკსაციო პალატა განმარტავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 22 მაისის N2-... წერილის თანახმად, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ღვარცოფული გამონატანების შედეგად დაზიანდა საავტომობილი გზა და 2014 წლის 17 მაისის 11:10 საათიდან 2014 წლის 14 ივნისის 11:45 საათამდე შეწყდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ვინაიდან, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქცია მიმწოდებელმა საქართველოში შემოიტანა საბაჟო გამშვები პუნქტი „ლარსის“ გავლით, მოპასუხემ 2014 წლის 23 მაისს მოსარჩელეს მიმართა წერილობით და აცნობა შექმნილი ფორს-მაჟორული მდგომარეობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე დადგენილად მიიჩნია და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ თავად გაითვალისწინა ხსენებული ფორს-მაჟორული მდგომარეობა და 2014 წლის 14 ივნისამდე პერიოდზე მოპასუხე გაათავისუფლა პირგასამტეხლოსგან. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოსარჩელის აპელირება, რომ ფორს-მაჟორის არსებობის თაობაზე დაგვიანებით შეტყობინების გამო მოპასუხე მხარემ დაკარგა უფლება, დაყრდნობოდა ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, განსახილველ შემთხვევაში არარელევანტურია.
22. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საკასაციოო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლების ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), აგრეთვე ვერ იქნა დასაბუთებული, რა პროცესუალური დარღვევის შედეგად გამოიტანა სააპელაციო პალატამ არასწორი გადაწყვეტილება. ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიდგომა შეესაბამება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე