Facebook Twitter

№ა-21-შ-2-2019 15 მარტი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ.ს.

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ზ.მ.

განხილვის საგანი – ისრაელის, ქალაქ რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ისრაელის, ქალაქ რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ.ზ.მ–ს (პ/ნ .....) და შ.ს–ას (პ/ნ .....) შორის შეწყდა ქორწინება.

2. შ.ს–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ისრაელის, ქალაქ რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ.ზ.მ–ს (პ/ნ .....) და შ.ს–ას (პ/ნ .....) შორის შეწყდა ქორწინება.

6. შუამდგომლობაზე თანდართული ისრაელის, ქალაქ რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2014 წლის 23 ოქტომბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ს–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ისრაელის, ქალაქ რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ხ.ზ.მ–ს (პ/ნ ....) და შ.ს–ას (პ/ნ .....) შორის შეწყდა ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი