Facebook Twitter

№ა-204-შ-10-2019 15 მარტი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ღ.

მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ.

განხილვის საგანი – გერმანიის, შვეტცინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, შვეტცინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შეწყდა 1998 წლის 14 აპრილს შვეტცინგენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება ი.ღ–სა და ი. კ–ს შორის.

2. ი.ღ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. გერმანიის, შვეტცინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყვეტილი იქნა 1998 წლის 14 აპრილს შვეტცინგენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება ი.ღ–სა და ი.კ–ს შორის.

6. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ 2007 წლის 3 თებერვლიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ღ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის, შვეტცინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილი იქნა 1998 წლის 14 აპრილს შვეტცინგენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება ი.ღ–სა და ი.კ–ს შორის.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე