№ა-410-შ-13-2019 15 მარტი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ლ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ვ.
განხილვის საგანი – გერმანიის, შტუტგარტისა და ბად კანშტატის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, შტუტგარტისა და ბად კანშტატის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა 2010 წლის 02 ივლისს ზონდერბორგი/დენემარკის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება ქ.ლ–სა და ი.ვ–ს შორის.
2. ქ.ლ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. გერმანიის, შტუტგარტისა და ბად კანშტატის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა 2010 წლის 02 ივლისს ზონდერბორგი/დენემარკის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება ქ. ლ–სა და ი. ვ–ს შორის.
6. საცნობი გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2015 წლის 16 ივნისიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ლ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის, შტუტგარტისა და ბად კანშტატის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა 2010 წლის 02 ივლისს ზონდერბორგი/დენემარკის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება ქ.ლ–სა და ი.ვ–ს შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე