Facebook Twitter

საქმე №ა-5273-შ-140-2017 28 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 22 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა შპს "ი.უ–ას" შუამდგომლობა, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს AC #480г/2016 გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ. საქმეზე _ შპს "ი.უ–ას" სარჩელის გამო, შპს "ვ.კ–ის" მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება. 2018 წლის 29 ნოემბერს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ვინაიდან შპს "ვ.კ." არ ასრულებდა მორიგების პირობებს, და გადახდილი ქონდა მხოლოდ 35 000 აშშ დოლარი.

2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2019 წლის 27 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, და მოითხოვა 2019 წლის 22 იანვრის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში შპს "ი.უ–ას" საიდენტიფიკაციო კოდი არასწორად არის მითითებული.

განმცხადებლის მითითებით, შპს "ი.უ–ას" საიდენტიფიკაციო კოდში, ნაცვლად ..... მითითებული უნდა იყოს ......

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული იქნა უსწორობა, კერძოდ შპს "ი.უ–ას" საიდენტიფიკაციო კოდი არასწორად არის მითითებული.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, შპს "ი.უ–ას" საიდენტიფიკაციო კოდში, ნაცვლად "........" უნდა მიეთითოს "......".

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა და შპს "ი.უ–ას" საიდენტიფიკაციო კოდში, "....." ნაცვლად, უნდა მიეთითოს "......".

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე