Facebook Twitter

საქმე №ა-542-შ-17-2019 5 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. კ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ესა და ე. კ-ეს შორის 1990 წლის 30 მარტს საქართველოში, ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

ზ. კ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ 2006 წლის 6 ნოემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით ზ. კ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ესა და ე. კ-ეს შორის 1990 წლის 30 მარტს საქართველოში, ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ 2006 წლის 6 ნოემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. კ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. კ-ესა და ე. კ-ეს შორის 1990 წლის 30 მარტს საქართველოში, ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე