საქმე №ა-572-შ-18-2019 17 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ა.ზ. კიზი
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ.ჯ. ოღლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს, ნიზამის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის დადგენილება (საქმე #2(007) - 222/2018)
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს, ნიზამის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის დადგენილებით (საქმე #2(007) - 222/2018), რომელშიც შესწორება იქნა შეტანილი 2018 წლის 29 იანვარს, ა.ა.ზ. კიზის სარჩელი ა.ქ.ჯ. ოღლის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
1.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ა.ა.ზ.კიზისა და ა.ქ.ჯ.ოღლის შორის 2009 წლის 4 მაისს ბაქოს ქორწინების სახლში რეგისტრირებული #1004 ქორწინება გაუქმდა. მხარეთა თანაცხოვრების შედეგად 2009 წლის 16 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზი, 2010 წლის 10 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზი და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებული ა.მ.ქ. ოღლი მათი დედის ა.ა.ზ.კიზის მფარველობაში დარჩნენ. დადგინდა, რომ ა.ქ.ჯ.ოღლისაგან გამოთხოვილ უნდა იქნას 2009 წლის 16 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზის, 2010 წლის 10 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზისა და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებული ა.მ.ქ. ოღლის სრულწლოვანებამდე 2017 წლის 16 ივნისიდან დაწყებული ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 154 მანეთი, სულ 462 მანეთის ოდენობის ალიმენტი, 2009 წლის 6 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზის სამკურნალო ხარჯების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად 50 მანეთი და აღნიშნული უნდა გადაეცეს ა.ა.ზ.კიზის.
2. 2019 წლის 7 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ა.ა.ზ.კიზიმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს, ნიზამის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის დადგენილების (საქმე #2(007) - 222/2018) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო დადგენილებისა და ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული ხოლო მისი აღსრულება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
5. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთ მითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, ა.ქ.ჯ.ოღლის გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე. გზავნილი ადრესატს 2019 წლის 19 თებერვალს ჩაჰბარდა.
6. მოწინააღმდეგე მხარე - ა.ქ.ჯ.ოღლის კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს, ნიზამის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის დადგენილებით (საქმე #2(007) - 222/2018), რომელშიც შესწორება იქნა შეტანილი 2018 წლის 29 იანვარს, ა.ა.ზ.კიზის სარჩელი ა.ქ.ჯ.ოღლის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
7.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ა.ა.ზ.კიზისა და ა.ქ.ჯ.ოღლის შორის 2009 წლის 4 მაისს ბაქოს ქორწინების სახლში რეგისტრირებული #1004 ქორწინება გაუქმდა. მხარეთა თანაცხოვრების შედეგად 2009 წლის 16 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზი, 2010 წლის 10 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზი და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებული ა.მ.ქ. ოღლი მათი დედის ა.ა.ზ.კიზის მფარველობაში დარჩნენ. დადგინდა, რომ ა.ქ.ჯ.ოღლისაგან გამოთხოვილ უნდა იქნას 2009 წლის 16 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზის, 2010 წლის 10 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზისა და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებული ა.მ.ქ. ოღლის სრულწლოვანებამდე 2017 წლის 16 ივნისიდან დაწყებული ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 154 მანეთი, სულ 462 მანეთის ოდენობის ალიმენტი, 2009 წლის 6 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზის სამკურნალო ხარჯების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად 50 მანეთი და აღნიშნული უნდა გადაეცეს ა.ა.ზ.კიზის.
8. ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული ხოლო მისი აღსრულება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა. შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა, იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში მცხოვრები პირია.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიეთობების შესახებ კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) 53-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობათა აღსრულებისათვის მას თან უნდა ერთვოდეს ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტები. ამავე კონვენციის 55-ე მუხლი შეიცავს ჩამონათვალს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც კი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარება და აღსრულება არ ხდება. შესაბამისად, საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს, ნიზამის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის დადგენილება ცნობილ და აღსრულებულ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით, სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ა.ა.ზ.კიზის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს, ნიზამის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის დადგენილება, რომელშიც შესწორება იქნა შეტანილი 2018 წლის 29 იანვარს, ა.ა.ზ.კიზის სარჩელი ა.ქ.ჯ.ოღლის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: ა.ა.ზ.კიზისა და ა.ქ.ჯ.ოღლის შორის 2009 წლის 4 მაისს ბაქოს ქორწინების სახლში რეგისტრირებული #1004 ქორწინება გაუქმდა. მხარეთა თანაცხოვრების შედეგად 2009 წლის 16 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზი, 2010 წლის 10 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზი და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებული ა.მ.ქ. ოღლი მათი დედის ა.ა.ზ.კიზის მფარველობაში დარჩნენ. დადგინდა, რომ ა.ქ.ჯ.ოღლისაგან გამოთხოვილ უნდა იქნას 2009 წლის 16 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზის, 2010 წლის 10 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზისა და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებული ა.მ.ქ. ოღლის სრულწლოვანებამდე 2017 წლის 16 ივნისიდან დაწყებული ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 154 მანეთი, სულ 462 მანეთის ოდენობის ალიმენტი, 2009 წლის 6 ივლისს დაბადებული ა.ა.ბ. კიზის სამკურნალო ხარჯების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად 50 მანეთი და აღნიშნული უნდა გადაეცეს ა.ა.ზ.კიზის.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი